საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საკოლექციო მონეტების გამოშვებას "საქართველოს მეფეების" სერიიდან და ამჯერად 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს მეფე გიორგი ბრწყინვალეს უძღვნის. ოქროს მონეტის ფასი 1370 ლარია, ხოლო ვერცხლის - 88 ლარია.
2023 წლის 27 მარტიდან წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება:
წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელია დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძვლზე.
2023 წლის 3 აპრილიდან წინასწარ შეკვეთილი მონეტების შეძენა შესაძლებელი იქნება, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურის (მათ შორის მიწოდებისა და დაზღვევის ღირებულება) გადახდით; შეკვეთის დასრულებისა და მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: www.moneymuseum.nbg.gov.ge
მომხმარებლებს, რომელთაც წინასწარ შეუკვეთეს მონეტა, მონეტების მიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ მათ ელ. ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებაში.
თავისუფალ რეჟიმში მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა, მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის.
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე გიორგი ბრწყინვალეს გამოსახულება, მას ერთ ხელში სასწორი უჭირავს, როგორც მის მიერ გატარებული სამართლის რეფორმის სიმბოლო (აღნიშნული დეტალი ვერცხლის მონეტაზე მოოქროვილია), მეორე ხელში კი - გრაგნილი, რომელზე "ძეგლის დადების" დასაწყისი ტექსტია დატანილი. მონეტაზე, ასევე, დატანილია წარწერა "გიორგი ბრწყინვალე" და მისი მეფობის წლები "1299-1346".
მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს გიორგი ბრწყინვალეს გვირგვინის გამოსახულება (რომლის შექმნისას გამოყენებულია ბაგრატიონთა სამეფო გვირგვინის და XV ს-ის ფსალმუნის ქართული ხელნაწერის მინიატურების დეტალები) მონეტაზე დატანილია წარწერები: "5 ლარი", ასევე, "საქართველო", "2023", "GEORGIA", რომელთა შორის გამოსახულია მეფის სამოსზე არსებული ორნამენტი ავერსიდან.
ოქროს მონეტის მახასიათებლები: ნომინალი: 5 ლარი შემადგენლობა: Au 900 წონა: 8.5 გ დიამეტრი: 25 მმ წიბო: გლუვი ხარისხი: პრუფი მოჭრის რაოდენობა: 1200 ცალი გამოშვების წელი: 2023 დიზაინერი: შმაგი ბურდული |
ვერცხლის მონეტის მახასიათებლები: ნომინალი: 5 ლარი შემადგენლობა: Ag 925 წონა: 17 გ დიამეტრი: 34 მმ წიბო: გლუვი ხარისხი: პრუფი მოჭრის რაოდენობა: 6500 ცალი გამოშვების წელი: 2023 დიზაინერი: შმაგი ბურდული |
მონეტები მოჭრილია ლიეტუვის ზარაფხანაში |
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა