26 მარტიდან საქართველოს ეროვნული ბანკი „ევრო 2024“ თემაზე საკოლექციო დანიშნულების მონეტების რეალიზაციას იწყებს. სიმბოლურია, რომ მონეტების რეალიზაცია საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფას-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თარიღს ემთხვევა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის მონეტები (ოქრო - 1 500-იანი, ხოლო ვერცხლი - 10 000-იანი ტირაჟით), ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და უეფა-ს 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად გამოუშვა.
მონეტების დიზაინის ესკიზები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით მომზადდა (დიზაინერი-ბაჩო ლაგვილავა), ხოლო მონეტების მწარმოებელი ლიეტუვის ზარაფხანაა.
ვერცხლის მონეტის სარეალიზაციო ფასია 130 ლარი.
ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასია 2 200 ლარი.
ვერცხლის და ოქროს მონეტების გაყიდვა შემდეგი პირობებით მოხდება:
ვერცხლის მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 26 მარტის 10:00 საათიდან:
ოქროს მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 28 მარტის 10:00 საათიდან:
2025 წლის 31 მარტიდან, მონეტების შესაბამისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, მონეტების რეალიზაცია საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებთან ერთად, გაგრძელდება ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობითაც - https://moneymuseum.nbg.gov.ge/
იმისათვის, რომ მონეტების შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა დაინტერესებულმა პირმა, თითოეული შემადგენლობის მონეტისთვის დაწესდება შეზღუდვა - ერთ მომხმარებელს შეეძლება, შეიძინოს არაუმეტეს ერთი ვერცხლისა და ერთი ოქროს მონეტა. აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ყველა ოფიციალურ სარეალიზაციო არხზე ერთობლივად, რაც გულისხმობს, რომ ეროვნული ბანკი თითო მომხმარებელზე გასცემს მის მიერ ამ პერიოდში შეძენილ მხოლოდ ერთ ცალ მონეტას.
www.tkt.ge პლატფორმაზე მონეტის შეძენის შემთხვევაში, მის სარეალიზაციო ღირებულებას დაემატება:
საკასო ცენტრი - მისამართი: ქ. თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის 2 (კახეთის გზატკეცილი 72), ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-17:00(შესვენება 13:00-14:00).
ყვარლის ფულის მუზეუმი - მისამართი: ქ. ყვარელი, შოთა რუსთაველის ქ. 10, სამუშაო დღეები - მიმდინარე კვირის 26 მარტიდან - 31 მარტის ჩათვლით. ხოლო მომდევნო კვირიდან სტანდარტულ რეჟიმში ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00-17:00 (შესვენება 13:00-14:00).
სალაროებში მონეტის შესაძენად მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მონეტების დიზაინში ასახული თითოეული დეტალი აღებულია ეროვნული ნაკრები გუნდების ბრენდბუქიდან.
ავერსზე გამოსახულია მთავარი სიმბოლო - ლოგო (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით) და ამ ლოგოს დიზაინიდან ამოღებული მხედრის გამოსახულება (ცხენზე ამხედრებული გმირის პროტოტიპად აღებულია თეთრი გიორგი), რომელიც ებრძვის გველეშაპს, როგორც შიშის სიმბოლოს. მთავარი სიმბოლოს ერთ-ერთი ძირითადი ინტერპრეტაციაც საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვება და ამით ნებისმიერი მეტოქის დამარცხებაა. მონეტაზე დატანილია ბრენდის სლოგანი „მე ვარ საქართველო“, რომელიც ახმოვანებს მის იდეოლოგიას როგორც ბრენდის (რომელიც ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს), ისე ფეხბურთელისა (რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ავლენს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამგვარად წვლილი შეაქვს საერთო საქმეში) და გულშემატკივრის (რომელიც მთელი ქვეყნის სახელით უჭერს მხარს ეროვნულ ნაკრებს) მხრიდან.
რევერსზე გამოსახულია ფეხბურთელის მაისურის დიზაინი (ვერცხლის მონეტაზე მოცემულია ფერადი სახით), რომელიც შეიქმნა ნაკრების ახალი ბრენდის ჩამოყალიბებასთან ერთად და ირეკლავს ბრენდის ფილოსოფიას და ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალურ ტრენდებს. მონეტა, ასევე შეიცავს მოვლენის აღმნიშვნელ წარწერებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ნომინალს და გამოშვების წელს.
უახლესი
16 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო16 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა16 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე