ენერგობირჟის ამოქმედების გადადება, არ ნიშნავს იმას, რომ სისტემა უნდა მოდუნდეს, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ Business Insider Georgia-ს განუცხადა.
„ენერგობირჟაზე არის სადემონსტრაციო ვაჭრობები რომელიც გაგრძელდება. უფრო მეტი მოსამზადებელი დრო იქნება გახსნისთვის. კომისიის მითითება იქნება, რომ ტესტირების რეჟიმში მუშაობა განაგრძონ და დადგება დრო, როცა ბაზარი გაიხსნება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - აცხადებს ნარმანია.
რას შეეხება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ენერგობირჟის ამოქმედება უკვე მე-6-ედ გადაიდო, მთავრობამ მიიღო. „გადაწყვეტილება ენერგობირჟის გადავადებასთან დაკავშირებით მიიღო მთავრობამ. მიზეზის თაობაზე შესაბამისი დარგის მინისტრმა ისაუბრა.
არის გარე ფაქტორები, რაც პრინციპში საომარი მოქმედებიდან გამომდინარეობს და ახდენს ენერგიის ფასებზე გავლენას. ძალიან არასტაბილური ფასებია რეგიონში. ეს იყო მთავარი საფუძველი, რაც ენერგობირჟის ამოქმედების გადავადებაზე გადაწყვეტილების მიზეზი გახდა“, - განმარტავს ნარმანია.
იგივე თემაზე:
უახლესი
12 საათის წინ
რა ფასად შეიძენთ საახალწლო ნაძვის ხეს გორგიაში13 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8130 ლარი გახდა