სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია Business Insider Georgia-სთან ენერგეტიკული ბირჟის საქმიანობას აფასებს და ბირჟის სრულყოფილად ამუშავებაში რისკებს ვერ ხედავს.
მისი თქმით, ენერგეტიკული ბირჟის ნებაყოფლობითმა გახსნა საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
„ჩვენ დავინახეთ სატესტო რეჟიმში ვაჭრობა. რვა დღის განმავლობაში შედგა გარიგებები, მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე მოხდა ფასის ფორმირება. რაც მნიშვნელოვანია. როცა შედარებით ჭარბი იყო მიწოდება ენერგიისა, ფასი შედარებით დაბალო იყო, შემდეგ უკვე მოხდა ფასის ოდნავ ცვლილება.
ენერგეტიკული ბირჟის მუშაობის სატესტო რეჟიმი წარმატებით დასრულდა. ტექნიკურად სისტემამ იმუშავა ისე, რომ ანგარიშსწორების მექანიზმი ყიდვა-გაყიდვის ნაწილში არის გამართული. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა, რომ ენერგეტიკული ბირჟა გამართულად მუშაობს და როცა ვაჭრობა სავალდებულო გახდება, რა თქმა უნდა ეს გამართული მექანიზმი ძალიან კარგად იმუშავებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
6-ჯერ გადავადების შემდეგ, საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი 2024 წლის პირველ ივლისს ამოქმედდა. ენერგეტიკული ბირჟა, მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებით გაიხსნა, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადავადდა.
უახლესი