მოუმზადებლად გახსნას, რომელსაც ბაზარზე შესაძლოა გარკვეული რყევები გამოეწვია, ალბათ სჯობდა ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს, - მიიჩნევს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ენერგეტიკული ბაზრის გახსნის გადავადებასთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და ენერგეტიკული ბირჟის გახსნა, კიდევ ერთი წლით გადაავადა.
ლევან ვეფხვაძე აცხადებს, იყო ერთობლივი მუშაობის მიუხედავად იყო ბევრი საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო მიყვანილი.
„ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობდით, რომ ბირჟა დროულად გახსნილიყო. თუმცა იყო ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც ბოლომდე არ იყო მიყვანილი. მათ შორის არ იყო საკანონმდებლო ცვლილებები მიღებული, მათ შორის ექსპორტის ტრანზიტის ნაწილში იყო სერიოზული კითხვის ნიშნები, რომ ბირჟის გახსნას შესაძლოა საფრთხე შეექმნა ჩვენი სატრანზიტო ფუნქციისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ მოუმზადებლად გახსნას, რომელსაც ბაზარზე შესაძლოა გარკვეული რყევები გამოიწვიოს ალბათ ჯობდა ის გადაწყვეტილება რაც მიიღეს.
თუმცა ერთი ღია საკითხი რჩება, ეს არის სიმძლავრის აუქციონები, რომელიც მიბმულია ბირჟაზე გენერირებულ ფასთან. თუ ფასი არ გვექნება შესაბამისად აუქციონებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები რჩება ეს არის CFD-ის მექანიზმი, რომელიც მიღებული ნორმატიული აქტია. ამ ნაწილში ალბათ მოსაფიქრებელია ვიდრე ბირჟა გაიხსნება 1 წელიწადში თუ როცა იქნება, რომ იმ პერიოდი სანამ გაიხსნება, როგორ მოხდეს ინვესტორების პოზიციების დაზღვევა“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
უახლესი