საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი სავაჭრო გარიგება შედგა.
ჯამურად ნავაჭრი ელ. ენერგიის მოცულობა არის 1022 მგვტ.სთ, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა 126.43 ლარი/მგვტ.სთ-ზე. ელექტროენერგიის შესყიდვა 2024 წლის 24 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის მოხდა - ინფორმაციას ენერგეტიკული ბირჟა ავრცელებს.
ცნობისთვის, პირველი ენერგეტიკული ბირჟა 6-ჯერ გადადების შემდეგ 1-ელ ივლისს ამოქმედდა, თუმცა, სავაჭრო შეთანხმება 23 ივლისამდე ვერ შედგა.
„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბი) ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის ბაზარს უკვე 11 მონაწილე ჰყავს.
მონაწილეების ჩამონათვალი ასეთია:
უახლესი