„ემაარ ჯგუფი“ ძალიან დიდი და წარმატებული კომპანიაა, რომელიც წარმატებულად ოპერირებს მსოფლიოს 36 ბაზარზე, მათ შორის ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა ევროპა, აზია, შუა აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ ამერიკა და ა.შ.,- განაცხადა თი-ბი-სის სტრატეგიული კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა მერი ჩაჩანიძემ.
„ამ ჯგუფის საქართველოში შემოსვლა რა თქმა უნდა ძალიან მკაფიო მესიჯია სხვა პოტენციური ინვესტორების. გაჟღერებული იყო, რომ ეს ინვესტიცია ჩაიდება დეველოპმენტისა და მშენებლობის სექტორებში. ამ ინვესტიციას გავლენა ექნება არა მხოლოდ ამ სექტორებზე, არამედ სხვა თანმდევი ეფექტი ექნება ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტურიზმი, ინფრასტრუქტურის სექტორი და ადგილობრივი ბიზნესი“, - აღნიშნა მერი ჩაჩანიძემ.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი გამყარდა3 საათის წინ
კიბერჰიგიენა სოციალურ მედიაში4 საათის წინ
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს