დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს

30-01-2025 14:00:00

 

თურქეთი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველწლიურად მზარდია. 2024 წლის სტატისტიკით საქართველომ თურქეთიდან 2,770,068.14 ათასი დოლარის პროდუქციის იმპორტი მოახდინა, 2023 წელს კი 2,575,016.79 ათასი დოლარის. ზრდა 8%-ის დონეზეა. თურქეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი სამკურნალო საშუალებები დაფასოებული, რაც თავის მხრივ საქართველოსთვის თურქეთის მედიკამენტების ბაზრის გახსნას უკავშირდება. 2024 წლის მთლიან იმპორტში მედიკამენტების იმპორტს 6%-ი უკავია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 169,766.48 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 77,157.79 ათასი დოლარი;
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 71,461.55 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 66,552.58 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 64,283.04 ათასი დოლარი;

რაც შეეხება თურქეთში ექსპორტს, აქ 12%-იანი ზრდაა. 2024 წელს საქართველომ თურქეთში 458,378.58 ათასი დოლარის პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, 2023 წელს კი 409,439.70 ათასი დოლარის. საქართველოდან თურქეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 144,522.63 ათასი დოლარი;
  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 62,456.84 ათასი დოლარი;
  • ელექტროენერგია - 40,229.94 ათასი დოლარი;
  • კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 32,317.05 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი ალუმინისა - 14,969.59 ათასი დოლარი;

  •  

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 საათის წინ

ლარი გამყარდა

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები