სახანძრო უსაფრთხოების სისტემების კომპანია „ელპლუსი“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 19 წელია ოპერირებს ახალი საწარმოს მშენებლობასა და ექსპორტზე გასვლას გეგმავს.
„ჩვენი ძირითადი მიზანია, გარე ბაზრებზე გასვლა. ეს არის სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი და ა.შ. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ საწარმო ხაზის გაფართოებას. ახალი საწარმოსთვის 20 მილიონის ფარგლებში უკვე დამტკიცებულია საკრედიტო ხაზი. ჩართულია EBRD, რომლის დახმარებითაც უახლოეს პერიოდში განვახორციელებთ დიდ პროექტს. წარმადობა რამდენჯერმე გაიზრდება. როდესაც ვგეგმავთ ექსპორტს მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი უნდა დავიცვათ. ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნას მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ, თუმცა გარე ბაზრისთვის ეს სიმძლავრე საკმარისი არ არის“,- ამბობს Business Insider Georgia-სთან „ელპლუსის“ ბიზნესის განვითარების დირექტორი ვაკო საღირაშვილი.
მისი ინფორმაციით, საწარმო აშენდება თბილისთან ახლოს.
„ამ დროისთვის მიმდინარეობს რელევანტური ტერიტორიის მოძიება, რომელიც იქნება ტრასასთან ახლოს, რადგან ჩვენ რეგიონებსაც ვამარაგებთ. საწარმო თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვება, რაც წარმადობას გაზრდის. თუ ახლა დღეში 50 ცეცხლგამძლე კარს ვაწარმოებთ, შესაძლებელია წარმადობა გაიზარდოს 500 კარამდე. მაგალითად დღეს თუ მასალიდან გვრჩება უფრო მეტი ნარჩენი, თანამედროვე დანადგარებით შესაძლებელია უფრო ნაკლები დანახარჯებით წარმოება. ჩვენი მიზანია, რომ 2025 წლის ბოლომდე საწარმო გაუშვათ“, - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.
გასულ წელს კომპანიამ პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა მსოფლიო ბრენდთან, როგორიცაა Bosch. წელს კი ამ ხელშეკრულების ფარგლებში არაერთ საერთაშორისო კომპანიასთან იგეგმება თანამშრომლობა
„გასულ წელს დავიწყეთ არასახანძრო საინჟინრო სისტემების პროექტირება და მონტაჟი. მიმდინარე წელს კი მომხმარებლებისთვის ამ სერვისის მიწოდება აქტიურად იგეგმება. ჩვენი ბიზნესის 90% ამ ეტაპზე არის სახანძრო უსაფრთხოების სისტემების იმპორტი, ინსტალაცია და ექსპლუატაციაში ჩაშვება. ჩვენ ფაქტობრივად მე-3-ე, მე-4-ე და მე-5-ე კლასის განსაკუთრებული დანიშნულების შენობა-ნაგებობებში ვახდენთ ექსპლუატაციისთვის გამართვას საინჟინრო ნაწილში. წარმოდგენილები ვართ ქვეყნისა და არა მხოლოდ თბილისის მასშტაბით ბევრ სხვადასხვა ტიპის ობიექტში. ეს არის სამშენებლო, ჰოსპიტალითი, ჰორეკა თუ განსაკუთრებული დანიშნულების შენობა-ნაგებობებით. მათ შორის პორტებში და ა.შ“, - აცხადებს ვაკო საღირაშვილი.
უახლესი