დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ელექტროენერგიის ბაზრის ეტაპობრივი გახსნა გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე ვაჭრობა იყოს ნებაყოფლობითი, ხოლო 1 წლის შემდეგ გახდეს სავალდებულო - დავით ნარმანია

ელექტროენერგიის ბაზრის ეტაპობრივი გახსნა გულისხმობს, რომ პირველ ეტაპზე ვაჭრობა იყოს ნებაყოფლობითი, ხოლო 1 წლის შემდეგ გახდეს სავალდებულო - დავით ნარმანია

03-06-2024 15:05:00

ენერგეტიკული ბაზრის გახსნა ეტაპობრივად მოხდება. საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი, რომელიც გულისხმობს 2024 წლის პირველი ივლისისთვის მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ამ მოდელის თანახმად ბაზრის მოთამაშეები ნებაყოფლობითი ვაჭრობის ეტაპზე პროცესებს შეეჩვევიან, 2025 წლის პირველ ივლისს უკვე მომზადებულები შეხვდებიან. 

„რადგანაც საცდელი ვაჭრობები ჩატარდა და სისტემა არის გამართული, შემდგომი ნაბიჯი არის მისი გახსნა. ანუ ეტაპობრივი გახსნა, როგორც ადრე იყო საუბარი. ეს ეტაპობრივი გახსნა კი გულისხმობს იმას, რომ პირველ ეტაპზე იყოს ნებაყოფლობითი ვაჭრობა და შემდგომ, ერთი წლის შემდეგ სავალდებულოდ შევიდეს ძალაში. 

ამ ერთი წლის განმავლობაში ვისაც ვაჭრობა უნდა ივაჭროს, კიდევ უფრო მეტად მიეჩვიოს სისტემას და ამის შემდეგ, როდესაც სავალდებულო გახდება ის უკვე ადაპტირებული იქნება სისტემასთან.

ერთის ხელის მოსმით, რომ მთლიანად ბაზარი გაეხსნათ და სავალდებულო გაეხადათ, ასეთ პირობებში შესაძლოა, რომელიღაცა კომპანიას შეფერხება ჰქონოდა. ამიტომ უმჯობესია ასეთი პირობებით გახსნა. მიეჩვევიან და ადვილად ადაპტირდებიან“, - აცხადებს ნარმანია.

ენერგეტიკული ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით სამთავრობო და ბიზნეს სექტორი კიდევ ერთხელ შეხვდება, სადაც ენერგეტიკული სექტორისთვის ძირითადი საკითხების გაცნობა მოხდება. 

„ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით არაერთი განხილვა იყო. ჩართულები იყვნენ ბიზნესასოციაციები. გახსნამდე იგეგმება კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც მოხდება ამ ძირითადი საკითხების გაცნობა. ასე რომ ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება“, - აცხადებს ნარმანია.

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა 6-ჯერ გადავადდა

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები