დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ექსპორტი 10%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 7%-ით - რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოსა და თურქეთს

ექსპორტი 10%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 7%-ით - რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოსა და თურქეთს

12-09-2024 14:00:00

თურქეთში ექსპორტი 10%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში თურქეთში ექსპორტმა 289,770.24 ათასი დოლარი შეადგინა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 264,142.58 ათასი დოლარი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში თურქეთში ექსპორტი მზარდია, თუმცა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ თურქეთში ექსპორტიდან 434,626.76 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

დღეისათვის თურქეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია, სწორედ აღნიშნულ პროდუქტზე მოდის მთლიანი ექსპორტის 27%-ი.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 77,252.74 ათასი დოლარი;
  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 51,202.42 ათასი დოლარი;
  • ელექტროენერგია - 40,070.72 ათასი დოლარი;
  •  კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი, მამაკაცისა ან ბიჭისა - 21,553.30 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი ალუმინისა - 8,977.53 ათასი დოლარი;

რაც შეეხება თურქეთიდან საქართველოში იმპორტს ზრდა 7%-ია. 2024 წლის იანვარ-ივლისის საქართველომ 1,519,729.50 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განახორციელა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,425,328.70 ათასი დოლარის. წლიურ ჭრილში თურქეთიდან იმპორტი მზარდია და თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა იმპორტმა მაქსიმუმს წლიურ ჭრილში 2023 წელს მიაღწია, როდესაც თურქეთიდან საქართველოში 2,575,016.79 ათასი დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

მიმდინარე მაჩვენებლებით თურქეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი სამკურნალო საშუალებები დაფასოებულია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო თურქეთიდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 109,340.30 ათასი დოლარი;
  • მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 41,392.03 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, სხვა, შავი ლითონებისაგან - 35,722.98 ათასი დოლარი;
  •  ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 30,184.05 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 28,373.97 ათასი დოლარი;

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

8 საათის წინ

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები