დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკური ფორუმის მეთხუთმეტე დისკუსია გაიმართა

ეკონომიკური ფორუმის მეთხუთმეტე დისკუსია გაიმართა

08-07-2024 17:00:00

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ეკონომიკური ფორუმის“ მეთხუთმეტე დისკუსია გაიმართა, რომლის  თემა „წყალმომარაგება | შესაძლებლობები და გამოწვევები“ იყო.

პანელურ დისკუსიაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და GWP-ის აქტივების მართვის დირექტორი გიგა ნადირაძე მონაწილეობდნენ, ხოლო დისკუსიას მოდერაციას Business Insider Georgia-ს და Economic Forum-ის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი უწევდა.

დისკუსიის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა GWP-ის გენერალური დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზმა.

როგორც დისკუსიისას აღინიშნა, წყლის მიმწოდებელი ლიცენზიანტი კომპანიების მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სქელში ინციდენტების რაოდენობა შემცირდეს და წყლის მიწოდება სტაბილურად განხორციელდეს. საუბარი იყო ასევე იმ საინვესტიციო პროექტებზე, რასაც ეს კომპანიები ახორციელებენ იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის უწყვეტი წყალმომარაგება იყოს უზრუნველყოფილი. 

როგორც შეხვედრაზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა განაცხადა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ გაცხადებული გეგმა, რომელიც 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქის წყლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, იყოს განხორციელებული. 

„ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა გვესაუბრა ზოგადად წლის სექტორში მიმდინარე საკითხებზე, რომელიც გულისხმობს მთელი საქართველოს მასშტაბით სასმელი წყლის მიწოდებას. ამ თვალსაზრისით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად მუშაობს და ის განაცხადები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა გაცხადებული, რომ 2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქში გვქონდეს წყლის მიწოდება ამ თვალსაზრისით ვისაუბრეთ თუ რა ინვესტიციებს ვახორციელებთ, რა გვაქვს დაგეგმილი, რამდენი პროექტი მიმდინარეობს, შთამბეჭდავია ყოველწლიურად იმ რესურსების მიმართვა რომელი წლის სექტორში მიდის და რომელიც უზრუნველყოფს იმ ახალი და არსებული ინფრასტრუქტურის შექმნას სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

სემეკის თავმჯდომარემ ეკონომიკურო დისკუსიის ფარგლებში წყლის სექტორში არსებული რეგულირებაზე და იმ საინვესტიციო გეგმებზე ისაუბრა, რაც სემეკის მიერ კომპანიებთან უკვე გავლილი და შეთანხმებულია. 

„ვისაუბრეთ წყალმომარაგების ისეთ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის მეტი საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რომელმაც უნდა შეამციროს ავარიები და წყვეტები. უფრო კმაყოფილი უნდა იყოს ამ ყველაფრის შედეგად ჩვენი მომხმარებელი. საკმაოდ აქტიურია როგორც კერო სექტორი ლიცენზიანტი კომპანიები, ისე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. იმაზე გაცილებით მეტი ინვესტიციები ხორციელდება ვიდრე ეს იყო წინა რეგულირების პერიოდებში. აქედან გამომდინარე ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს, მომხმარებელი იქნება უფრო მეტად კმაყოფილი, და ავარიების და ინციდენტების მოცულობა შემცირდება. ამ და სხვა საკითხებზე, ასევე რეგულირების ძირითად საკითხებზე იყო შეხვედრაზე საუბარი.

თბილისში, მცხეთასა და რუსთავში, სადაც GWP-ი ოპერირებს 3 წლის განმავლობაში 400 მლნ ლარამდე ინვესტიცია ხორციელდება, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს ავარიების რაოდენობა, თითქმის უნდა განახევრდეს კიდეც. რაც შეეხება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ის ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს რეგიონებში, სადაც ხდება როგორც მოძველებული ინფრასტრუქტურის გამოცვლა,ასევე ახალი არეალების დაქსელვა, წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

GWP-ის აქტივების მართვის დირექტორმა გიგა ნადირაძე კი კომპანიის მიერ თბილისი, მცხეთასა და რუსთავში უკვე განხორციელებულ და 2024-2026 წლებში დაგეგმილ პროექტებზე  ისაუბრა და განაცხადა, რომ GWP-ის მერ განხორციელებულ ინვესტიციებს თვისი შედეგი უკვე აქვს და კონკრეტული მიმართულებებით უკვე არის საგრძნობი გაუმჯობესება.

„ეკონომიკურ ფორუმზე საუბარი იყო წყალმომარაგების სექტორში არსებულ გამოწვევებზე და მ საინვესტიციო მიდგომებზე, რომელიც კომპანიებს გააჩნიათ. ჩვენ ჩვენის მხრივ წარვადგინეთ ინფორმაცია იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს და ასევე დაგეგმილია სამომავლოდაც. 2024-2026 წლებში  GWP-ი გეგმავს 363 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც სრულად მოხმარდება თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მოსახლეობის სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესებას. ეკონომიკურ ფორუმზე გვქონდა ასევე საუბარი იმაზე, რომ როდესაც ვსაუბრობთ საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე, აუცილებელია ვახსენოთ ამ საინვესტიციო პროექტების გავლენა მიწოდების სერვისზე და ასევე აღინიშნა, რომ ის საინვესტიციო პროექტები, რომელიც ჩვენს მიერ ხორციელდება თვისი შედეგი გამოაქვს და კონკრეტული მიმართულებებით უკვე გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება, როგორიცაა ერთ წყვეტაზე მომხმარებლების რაოდენობის შემცირება, თვითონ წყვეტების რაოდენობის შემცირება და ასევე მნიშვნელოვნადაა შემცირებული დანაკარგები წყალმომარაგების სისტემაში“, - აღნიშნა გიგა ნადირაძემ. 

„ეკონომიკური ფორუმის მე-15 დისკუსია შეეხებოდა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხს, რომელიც თანაბარი აქტუალობისაა, როგორც დედაქალაქისთვის ისე რეგიონის მაცხოვრებლებისთვის, ასევე როგორც ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის ისე ბიზნეს სექტორისთვის, მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენლებისთვის. საკითხი შეეხებოდა წყალმომარაგების თემას, უზრუნველყოფას, გამოწვევებს. ძალიან მნიშვნელოვანი ერთი მხრივ სახელმწიფო სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლების მოსმენა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა დეტალურად და ვრცლად ისაუბრა სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ხედვაზე, სტრატეგიაზე. მან სრულად მიმოიხილა ის გამოწვევები და ის შესაძლებლობები, რომელიც გვაქვს ამ სექტორი. ისევე როგორც საინტერესო იყო მარეგულირებლის მხრიდან, დავით ნარმანიას მხრიდან სემეკის პოზიციის გაცნობა, როგორც პროცესთან დაკავშირებით, ისე ცხადია სატარიფო პოლიტიკასთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. და კიდევ უფრო ფართოდ  GWP-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გიგა ნადირაძემ ვრცლად ისაუბრა  GWP-ის პოლიტიკასთან დაკავშირებით. მას შემდეგ რაც „აქვალიამ“, როგორც ინვესტორმა დაიწყო საქმიანობა  GWP-ში თუ რა გამოწვევების წინაშეა  GWP-ი და ასევე რა ახალი შესაძლებლობები აქვს და ახალი გეგმები აქვს დედაქალაქში და იმ ქალაქებში სადაც  GWP-ი ოპერირებს უწყვეთ წყალმომარაგებასთან დაკავშირებით და ქსელის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით“ - განაცხადა Business Insider Georgia-ს და Economic Forum-ის დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა. 

აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის დისკუსიის მხარდამჭერები ასვე იყვნენ კომპანია Insurance Broker GS, მეღვინეობა „ჩელთი“, Coca-Cola Bottlers Georgia და ICE Engineering Group-ი.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის„ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც„პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები