დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეათე დისკუსია გაიმართა

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეათე დისკუსია გაიმართა

07-02-2024 11:45:00

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეათე  დისკუსია გაიმართა.

დისკუსიის თემა იყო „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და პერსპექტივა საქართველოსათვის“. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი და იენის უნივერსიტეტის მკვლევარი ბიძინა ლებანიძე

დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის, ანალიტიკური და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

6 თებერვლის დისკუსიის მხარდამჭერები ასვე იყვნენ კომპანია Insurance Broker GS, კომპანია ლინეიტი საქართველო, Coca-Cola Bottlers Georgia და ICE Engineering Group.

„აღნიშნული ეკონომიკური ფორუმი რიგით მეათეა. დისკუსიის ფარგლებში მთავარი სპიკერი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბატონი შალვა პაპუაშვილი. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. 

გამომდინარე აქედან, საუბარი იყო იმ სარგებელზე, რაც გაქვს და იმ გამოწვევებზე, რომელიც თან სდევს ამ პროცესს. შედგა მაღალი რანგის დიალოგი, სახელმწიფოს, კერძო და ანალიტიკური სექტორის ჩართულობით. გამოიკვეთა არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა მზად ყოფნა უფრო აქტიური და თემატური დიალოგის და დიალოგების სერიის, რასაც ბუნებრივია ჩვენ მაქსიმალურად მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

„მიხარია, რომ უკვე მეორედ ვიღებ მონაწილეობას ეკონომიკური ფორუმის შეხვედრაში, ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად. პირველი შეხვედრისას საუბარი იყო იმაზე, რომ წინ იყო გადასაწყვეტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მაშინ ვისაუბრეთ თუ რას აკეთებდა სახელმწიფო ამისთვის. მიხარია, რომ უკვე მეორე შეხვედრაზე ეს შედეგი მიღწეული გვაქვს და საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი.

თუმცა წინ შემდეგი ეტაპია გადასალახი. ეკონომიკურ ფორუმზე გვქონდა იმაზე საუბარი, თუ რას აკეთებს სახელმწიფო, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, მაგრამ ამავე დროს უკვე შეგვიძლია უფრო სიღრმისეული საუბარი გვქონდეს.

ჩვენ ველოდით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომლის უკან წაღებაც შეუძლებელია და ევროკავშირმა მიიღო ეს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება. ახლა უკვე უნდა ვისაუბროთ ქვეყნის და სხვადასხვა სექტორის ევროკავშირთან დაახლოებაზე. მნიშვნელოვანია, რომ წევრობამდე გზა გავიაროთ ჭკვიანურად, ისე რომ ამ ეტაპებმა ჩვენ მოგვიტანოს სიკეთეები და ნაკლებად იყოს ზიანი იმ მხრივ, რომ რეგულაციები უნდა შემოვიდეს თავის დროზე, როდესაც მზად იქნება ესა თუ ის სექტორი.

სწორედ ეს არის მოლაპარაკებების ეტაპი და სახელმწიფო თანდათან უახლოებს საკუთარ სტანდარტებს და რეგულაციებს ევროკავშირის სტანდარტებს და რეგულაციებს. აქ უკვე მნიშვნელოვანია ბიზნესთან მჭიდრო კონტაქტი და საუბარი იმაზე, რომ ჭკვიანურად გავიაროთ ეს პერიოდი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნესის სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ.

ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის„ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“.

მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები