დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეკონომიკის ზრდა პირდაპირ კავშირშია პენსიების ზრდასთან | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

ეკონომიკის ზრდა პირდაპირ კავშირშია პენსიების ზრდასთან | გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

19-02-2024 10:00:00

საქართველოში 70 წელს ზემოთ პენსიონერები პირდაპირ არიან დაინტერესებულნი ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებით, რადგანაც ეს პირდაპირ კავშირშია პენსიების ზრდასთან, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომელმაც გასული კვირის ეკონომიკური მოვლენები მიმოიხილა და ბიუჯეტის ზრდასა და მოსახლეობაზე მის გავლენაზე ისაუბრა. 

გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო წელს ეკონომიკური პოპულიზმი ახასიათებს ხოლმე და ამიტომ ბიუჯეტთან მიმართებაში ხშირად არასწორი ან გადაუმოწმებელი ინფორმაციები ჟღერდება. 

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 31 იანვრის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთიდან ფულადი გზავნილები 75%-ით შემცირდა, ევროკავშირიდან გაიზარდა 10%-ით, ხოლო ჯამური შემცირება გაქვს 40%-ი. აქ მინდა ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან ნაწილს, ხშირად არის საუბარი იმაზე, რომ თურმე საქართველოს ეკონომიკური ზრდა ან ლარის კურსის სიმყარე დამოკიდებულია, მაგალითად რუსეთიდან ფულადი ნაკადების შემოდინებაზე, ან ზოგადად გზავნილების თემაზე. ეს ასე არ არის. ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი. ჯამში დღეს გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ლარის კურსი არის მნიშვნელოვნად გამყარებული მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თან დასტაბილურებული და ბუნებრივია ვხედავთ, რომ ამას პირდაპირი კორელაცია ნამდვილად არ აქვს. 

როცა ეკონომიკურ ზრდაზე ვსაუბრობთ აქ არის კიდევ ერთი ფაქტი, გასულ კვირაში საქსტატმა გადაიანგარიშა, რასაც მას ავალდებულებს სსფ-ის, ევროსტატის რეკომენდაციები, მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ნაწილი, მათ შორის ეს გადახედვა შეეხებოდა მშპ-ს ნაწილს. მშპ-ს ნაწილში ფიქსირდება ზრდის ტენდენცია. ხშირად საუბრობენ თუ რა გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდა თითოეულ მოქალაქეზე. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პირდაპირ კავშირშია პენსიებთან. საქართველოში 70 წელს ზემოთ პენსიონერები პირდაპირ არიან დაინტერესებულნი ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებით, რადგანაც ეს პირდაპირ კავშირშია პენსიების ზრდასთან. 

ამ დღეების განმავლობაში მოვისმინეთ არაერთი საუბარი ბიუჯეტზე, ზოგადად საარჩევნო წელს ეკონომიკური პოპულიზმი ახასიათებს ხოლმე. მათ შორის მოვისმინეთ, რომ თითქოს ბიუჯეტი არ არის მნიშვნელოვან წილად გაზრდილი, ასევე მოვისმინეთ რომ თითქოს ბიუჯეტის შემოსავლები დამოკიდებულია ფულად გზავნილებზე, რაც არ არის სწორი. მაგრამ იმისთვის, რომ ვისაუბროთ რა არის რეალობა და რა ლეგენდა, დავაკვირდეთ ბიუჯეტის მონაცემებს: თუ 2013 წელს ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი 7,7 მლნ-ზე მეტი იყო, 2024 წლის პროგნოზით მან უკვე 24,5 მლნ-ზე მეტს მიაღწია. საინტერესოა ასევე რის ხარჯზე ხდება ზრდა, მათ შორის არის ერთი ლეგენდა, რომ ეს არის თითქოს საგარეო ვალის ხარჯზე,  თუმცა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში საგარეო ვალის წილი მხოლოდ 7%-ია და 78%-ია გადასახადების ნაწილი. რას ნიშნავს გადასახადების ნაწილით ბიუჯეტის ზრდა? ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში გადასახადის განაკვეთები არ იზრდება და საბოლოო ჯამში გადასახადებით მაინც დიდი შემოსავალი შედის ბიუჯეტში ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი ფართოვდება და ბიზნესის ზრდის ხარჯზე ხდება გადასახადების ჯამური ზრდაც. საინტერესოა ასევე რაში იხარჯება ბიუჯეტი. ბიუჯეტის 30%-ზე მეტი არის სწორედ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. რაშიც არის ნახსენები ჩვენს მიერ ხაზგასმული პენსიების თემა. საგულისხმოა, რომ 2013 წლიდან მოყოლებული სახელმწიფოს მოუწია არამხოლოდ გაზრდილი პენსიონერების რაოდენობისთვის გაზრდილი პენსიის გაცემა და ამის პარალელურად მუდმივი ზრდა საპენსიო მაჩვენებლების, ამას დაემატა ასევე საპენსიო ფონდი, რომელსაც ბოლო მონაცემებით საკმაოდ კარგი შედეგები აქვს ზრდის თვალსაზრისით. 

არის ასევე ასეთი ლეგენდა, რომ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება, იზრდება მხოლოდ სახელმწიფო მოხელეთა ხელფასები. რაც არის აბსოლუტური აბსურდი ამ ნაწილში. სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2012 წელს იყო როდესაც სახელმწიფო და არა სახელმწიფო სექტორის ხელფასები დაახლოებული იყო ერთმანეთთან, თუმცა ბოლო წლების სტატისტიკით კერძო სექტორში ხელფასები უფრო მაღალია. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ მხოლოდ სახელმწიფო სექტორის ხელფასები იზრდება არასწორი მიდგომაა. პირიქით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სექტორი არ ჩამორჩეს არასახელმწიფო სექტორს, ვინაიდან როდესაც ჩვენ გვინდა კორუფციის რისკებიდან დაზღვევა ჩვენ გვჭირდება მაღალანაზღაურებადი სახელმწიფო მოხელეები განსაკუთრებით წამყვან თანამდებობებზე. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ასევე ბიზნესის ბრუნვა და როდესაც ბიზნესის ბრუნვა ასე იზრდება ეს მეტყველებს იმ ფაქტორებზე, რომ ის ასახვას პოვებს ბიუჯეტის ნაწილზეც“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა თავის ანალიტიკაში. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები