საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 80.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25.4 პროცენტია.
მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი - 61.9 მლნ. აშშ დოლარით (19.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი 41.0 მლნ. აშშ დოლარით (13.0 პროცენტი).
ხუთი უმსხვილესი ეკონომიკის სექტორის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 77.3 პროცენტს შეადგენს.
უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით 2023* წლის IIIკვარტალში:
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 25.4%;
ტრანსპორტი -19,6;
ინფორმაცია და კომუნიკაცია - 13,0;
ენერგეტიკა - 10,0;
ხელოვნება, გართობა და დასვენება - 9,4%;
დამამუშავებელი მრეწველობა - 8.0%;
სასტუმროები და რესტორნები - 6.2%;
უძრავი ქონება - 3,0%;
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 2,5%;
დანარჩენი სექტორები - 3,0;
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის III კვარტალში 316.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
2023 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია 61.5 პროცენტით.
უახლესი