სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2024 წელს 63.9 პროცენტი შეადგინა.
ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 526.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 170.2 მლნ. აშშ დოლარით (12.8 პროცენტი), ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი 155.3 მლნ. აშშ დოლარით (11.6 პროცენტი).
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 333.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 29.9 პროცენტით ნაკლებია 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე. შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირება.
რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 483.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 60.1 პროცენტით ნაკლებია, ხოლო რეინვესტიციამ 1 170.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 26.4 პროცენტით ნაკლებია.
უახლესი