დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძირითადად გვსტუმრობენ არაბეთის ქვეყნებიდან, მაღალია ტურისტების აქტივობა გერმანიიდან და აშშ-დან - „კასტელო მარე“

ძირითადად გვსტუმრობენ არაბეთის ქვეყნებიდან, მაღალია ტურისტების აქტივობა გერმანიიდან და აშშ-დან - „კასტელო მარე“

18-08-2024 14:53:00

ციხისძირში მდებარე მსხვილი ტურისტული ობიექტი „კასტელო მარე“ ზაფხულის სეზონზე მაქსიმალურადაა დატვირთული. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმროს მმართველმა ზანდა მესხიძემ განუცხადა.

„მიმდინარე ტურისტულ სეზონზე სასტუმრო დატვირთულია. არის დღეები, როდესაც სასტუმროში არცერთი ოთახი არ არის თავისუფალი. აგვისტო 80-85%-იანი დატვირთულობით დაიხურება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავლების მაჩვენებელიც საკმაოდ კარგია“, - ამბობს ზანდა მესხიძე.

რაც შეეხება ტურისტების ნაკადს, „კასტელო მარეს“ მმართველი ამბობს, რომ 60%-ზე მეტს ქართველი ტურისტები შეადგენენ.

„მაღალია აქტივობა არაბეთის ქვეყნებიდან, რადგან პირდაპირი ფრენები ხორციელდება ბათუმში. მესამე ადგილზეა დსთ-ს ქვეყნები, ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩამოვიდა გერმანიიდან, ასევე ტურისტების აქტივობა მაღალია აშშ-დან“, - ამბობს ზანდა მესხიძე.

ორი პერსონის განთავსების ღირებულება სტანდარტულ ოთახში კორპუს „დიანაში“ 480 ლარია საუზმით, ხოლო 3-ჯერადი კვებით 610 ლარი. 

ცნობისთვის, სასტუმრო „კასტელო მარე“ 5 ვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმროა, რომელიც ციხისძირში სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. სასტუმრო 2016 წელს გაიხსნა, რომლის კომპლექსშია სამი კორპუსი (ვიქტორია, დიანა და ალბა) და ვილა აფროდიტე, რომელიც 100 ზე მეტ ოთახს და 250 სტუმარს იტევს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები