საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ სხვა საკითხებთან ერთად 2025 წლიდან საერთაშორისო ფრენების ახალ მიმართულებებზეც ისაუბრა.
„2025 წელს ძალიან ბევრი ახალი მიმართულება უკვე დაანონსდა. მათ შორის, ძალიან თვალსაჩინო და მნიშვნელოვანი მიღწევაა ბრიტანეთთან მოლაპარაკებები. ბრიტანეთის ავიახაზები მომავალი წლიდან 4 რეისს შეასრულებს, ასევე EasyJet-ი შეასრულებს დამატებით ფრენებს. ასევე იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვატარებთ მარკეტინგულ კამპანიებს ბრიტანეთში და ეს კიდევ უფრო გააძლიერებს როგორც ჩვენს კომუნიკაციას, ასევე საერთაშორისო მოგზაურების ოდენობას საქართველოში, რაც შემოსავლებში აისახება.
დღესაც მივემგზავრებით ბრიტანეთში - ბიზნესსექტორი მიგვყავს ცნობილ გამოფენაზე, სადაც წლებია საქართველო მონაწილეობს და ქართული ტურისტული კომპანიები დაჰყავს, ეს არის „WTM London“. მუდმივად ასეთ გამოფენებში მონაწილეობა, ასევე, ის დიდი ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ საქართველოში ვმასპინძლობთ ქვეყნის ცნობადობის ამაღლების თვალსაზრისით, ყველაფერი ეს გეგმის ნაწილია და აისახება როგორც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობის ზრდაში, ასევე შემოსავლების მატებაში“, - აღნიშნა ომიაძემ.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, 2024 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. კერძოდ, საერთაშორისო ტურიზმიდან ქვეყანამ 3.5 მილიარდი დოლარი მიიღო.
უახლესი