დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც სებ-მა ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებით მოთხოვნები შეამცირა - ლევან ფხაკაძე

ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც სებ-მა ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებით მოთხოვნები შეამცირა - ლევან ფხაკაძე

06-03-2025 12:00:00

ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც სებ-მა ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებით მოთხოვნები შეამცირა და თუ კიდევ იქნება ანალოგიური ნაბიჯები, რომელიც წაახალისებს გაყიდვებს ბუნებრივია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარება სექტორს, - ასე აფასებს მიმდინარე გატარებულ რეფორმას კომპანია  „ბიოგრაფი ლივინგის“ დამფუძნებელი.

ლევან ფხაკაძე უძრავო ქონების ბაზრის გამოწვევებზეც საუბრობს და ამბობს, რომ საჭირო უფრო მეტი თანამშრომლობა კომერციულ ბაკებთან და რეგულაციების უფრო მეტად გამარტივება.

„მე ვთვლი, რომ ამ (უძრავი ქონება) სექტორს, თითოეულმა ამ სექტორის მოთამაშემ: ბანკებმაც და სახელმწიფომაც უნდა უყურონ ძალიან ფრთხილად. გვესმის, რომ ეს არის ყველაზე დიდი ინდუსტრია ქვეყანაში. გვესმის, რომ ეს არის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი მშპ-ში და აქ შესაძლოა კრიზისი დაიწყოს ძალიან მყისიერად, ძალიან სწრაფად და შეიძლება ერთმა, ან ორმა წარუმატებელმა პროექტმა, ან კომპანიამ აბსოლუტურად შეცვალოს უძრავი ქონების ბაზარი. ასე, რომ მე ვფიქრობ პირველ რიგში გაფრთხილება მართებთ თვითონ ინვესტორებს. იმიტომ, რომ ჩვენ კარგად გვესმის ის, რომ პასუხისმგებლობა რაც ავიღეთ ჩვენი მობინადრეების წინაშე. მეორე, ბანკებთან ბუნებრივია გვჭირდება უფრო მეტი თანამშრომლობა და ალბათ უფრო მეტად გაიოლება იმ რეგულაციების, თუმცა იმავდროულად ბანკები უნდა დარჩნენ მომთხოვნები, რომ მათ შეძლონ ბოლომდე აკონტროლონ პროექტების მიმდინარეობა. სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც ჩვენ გასულ კვირაში მოვისმინეთ, რომ სებ-მა შეამცირა მოთხოვნები ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებით. და თუ კიდევ იქნება ანალოგიური ნაბიჯები, რომელიც წაახალისებს გაყიდვებს ბუნებრივია, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ დაეხმარება სექტორს“, - განაცხადა ლევან ფხაკაძემ. 

შეგახსენებთ, რომ  „ეკონომიკური აქტივობის ნორმალიზების ფონზე, უძრავი ქონების ბაზარზე მდგრადი აქტივობის შენარჩუნების მიზნით, ეროვნული ბანკი სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტის (LTV) მაქსიმალურ მაჩვენებელს ფიზიკურ პირებზე ლარში გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებისთვის დროებით 5 პროცენტული პუნქტით, 90%-მდე, ზრდის. ასევე, 10 პროცენტული პუნქტით, 80%-მდე, გაიზრდება სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი იპოთეკურ სესხებზე საქართველოს ფარგლებს გარედან შემოსავლის მიმღებთათვის. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს იპოთეკურ სესხებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას“. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები