69 წლის დონატელა ვერსაჩე Versace-ს კრეატიული დირექტორის პოსტს ტოვებს, რომელსაც ის თითქმის 30 წლის განმავლობაში იკავებდა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
დონატელამ Versace-ს კრეატიული დირექტორის პოსტი 1997 წელს დაიკავა, მისი ძმის ჯანი ვერსაჩეს მკვლელობის შემდეგ. მის ადგილს დარიო ვიტალე დაიკავებს, რომელიც Miu Miu-ს დიზაინის მიმართულებას კურირებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დონატელა საქველმოქმედო საქმიანობით დაკავდება.
„ვერსაჩე ჩემს დნმ-შია და ყოველთვის ჩემს გულშია. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დიზაინერების შემდეგი თაობების მხარდაჭერა. მე აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ ჩვენ დარიო ვიტალე შემოგვიერთდება“, - დაწერა დონატელამ სოციალურ ქსელში.
მოდის სახლი Versace მილანში 1978 წელს დაარსდა დონატელასა და მისი ძმების - სანტოსა და ჯანის მიერ.
2018 წელს Versace 2 მილიარდ დოლარად Michael Kors-მა იყიდა, რომელიც 2018 წელს Capri Holdings-ში გაერთიანდა.
უახლესი
5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7755 ლარია