დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიზელის საწვავი გაიაფდა, ტენდენცია შესაძლოა, გრძელვადიან პერიოდშიც გაგრძელდეს - იმპორტიორთა კავშირი

დიზელის საწვავი გაიაფდა, ტენდენცია შესაძლოა, გრძელვადიან პერიოდშიც გაგრძელდეს - იმპორტიორთა კავშირი

20-06-2023 12:06:53

ნავთობპროდუქტების ბაზარზე ბოლო დროინდელი ტრენდი შენარჩუნებულია. დიზელის ფასი ივნისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფაქტობრივად განახევრებულია, ხოლო ბენზინი პირიქით, გაძვირდა, რაზეც რუსული ნავთობის მიმართ მოთხოვნის ზრდამ იმოქმედა.

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა განაცხადა.

„ბოლო ორი კვირაა, ბაზარზე ბენზინის ფასი არ შეცვლილა. თუმცა იაფდება დიზელი და 1 ლიტრის ფასი 2,40 – 3.00 ლარია, როცა გასულ წელს 5 ლარს აღწევდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო საწვავით შუააზიური ქვეყნების მომარაგება, ბენზინი გაძვირდა.

ზოგადად რუსეთი არასტაბილური ბაზარია, საიდანაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიქმნას სირთულე, მაგრამ ნავთობიმპორტიორები ამისთვის მზად არიან. შესაძლოა, რუსეთის საწვავის ბაზარზე განვითარებულმა მოვლენებმა ფასებზე იმოქმედოს, მაგრამ დეფიციტი არანაირად არ შეიქმნება.

დღესდღეობით რუსეთში ნავთობის ექსპორტი 40%-ით არის გაზრდილი, რაც ჩვენ შემოგვაქვს, მიზერული რაოდენობაა. არ არის იმდენი, რომ რუსეთის ეკონომიკასა და ფინანსურ მდგომარეობაზე აისახოს“, - ამბობს იობაშვილი.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა გაზრდილია და ეს ტენდენცია გაგრძელდება, რაზეც ტურისტული სეზონის გავლენაც მოქმედებს.

ცნობისთვის, ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი „რეგულარის“ ტიპის საწვავის ღირებულება საშუალოდ 2,45 ლარია, ,,პრემიუმის“ ტიპის 2,75 ლარი ღირს, ხოლო დიზელის ფასი 2,50-3 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები