დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„დიოს“ საგანმანათლებლო ინიციატივა პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს - თამაზ დაუშვილი

„დიოს“ საგანმანათლებლო ინიციატივა პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს - თამაზ დაუშვილი

25-10-2023 20:00:57

საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებაში ,,დიო" აქტიურად ჩაერთო. კომპანიამ  გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრთან ერთად პროფესიული განათლების ახალი მოდული შეიმუშავა.

ეს არის მზისგან დამცავი სისტემები და კარ-ფანჯრების მემონტაჟის სასწავლო მოდული, რომელიც  მიმდინარე წლიდან ამოქმედდება და სწავლება დუალურ ფორმატში განხორციელდება.

როგორც „დიოს“ მმართველი პარტნიორი თამაზ დაუშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, მსგავსი ინიციატივა ხელს შეუწყობს, რომ ქვეყანაში პროფესიული განათლება პოპულარული გახდეს და მაღალი დონის კადრები გადამზადდეს.

,,ჩვენი თანამშრომლები აქტიურად არიან ჩართული დუალური განათლების პროექტში. კონკრეტული პროგრამა გლდანის პროფესიულ კოლეჯთან ერთად გაკეთდა.  ეს არის მოკლევადიანი სასწავლო მოდული - მზისგან დამცავი სისტემების და კარ-ფანჯრების მემონტაჟე, რა მიმართულებითაც ძალიან დიდი დეფიციტი იგრძნობა.

პირველები ვართ, ვინც მსგავსი მოდული შესთავაზა შრომის ბაზარს, ველოდებით, რომ დიდ ინტერესს გამოიწვევს. გადამზადებული კადრები ჩვენს კომპანიაში დასაქმდებიან. გლდანის კოლეჯში გახსნილია  „დიოს“ ოთახი, სადაც  შეგირდების გადამზადება მოხდება. სწავლების პროცესში კოლეჯის ლექტორებთან ერთად ჩაერთვება ჩვენი კომპანიის ორი პროფესიონალი, ხოლო  პრაქტიკულ სწავლებები „დიოს“ ბაზაზე ჩატარდება“, - აცხადებს თამაზ დაუშვილი.

მისი ინფორმაციით, სწავლების ხანგრძლივობა განსაზღვრულია 9 კვირიანი ვადით. პროფესიის შესწავლას თითო კურსზე  ერთდროულად 15 ადამიანი შეძლებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები