დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიდი ფასდაკლების დროს, ბრენდმა უნდა იზრუნოს ადამიანების კომფორტზე - ალექს ჩიქოვანი

დიდი ფასდაკლების დროს, ბრენდმა უნდა იზრუნოს ადამიანების კომფორტზე - ალექს ჩიქოვანი

24-11-2023 14:07:00

სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო LIVE-ის დამფუძნებელი, ბრენდის სტრატეგი ალექს ჩიქოვანი, სავაჭრო ქსელებში „შავ პარასკევთან“ დაკავშირებით Facebook-ზე წერს. 

დილის გამამხნევებელი ბრენდინგი:

1. ბრნდი არის განსხვავებული, ამიტომ არ არის აუცილებელი მოიქცეს ისე როგორც ყველა, თუნდაც ისეთ საყოველთაო შემთხვევაში როგორიც "შავი პარასკევია" ... ზოგჯერ კი ბატონო უნდა მოიქცეს ისე როგორც ყველა.

2. გამომიდინარე ბრენდის ვინაობიდან, შეიძლება მან არ აკეთოს ფასდაკლებები. ღირებული შეთავაზების ბევრნაირი სხვა ფორმა არსებობს.

3. დიდი ფასდაკლების დროს, ბრენდმა უნდა იზრუნოს ადამიანების კომფორტზე. მოემზადოს იმისთვის რომ:

ა) მათ არ დაჭყლიტონ და დასრისონ ერთმანეთი მათ ობიექტში - მაგ, რიგის კარგი ორგანიზება, ამ დღეს სამუშაო საათების გაზრდა (მაგრამ თანამშრომლებისთვის შესაბამისი კომპენსაციებით);

ბ) გაუმკლავდეს ადამიანების დიდ ნაკადს და სწრაფად მოემსახურონ მათ;

გ) ონლაინ ყიდვის შემთხვევაში შესაბამისი ორგანიზება - მიტანის, სისტემის არ გაჭედვის, ამის იმის

დ) ა.შ.

4. თუ ფასდაკლება არის საჭირო, ბრენდს შეუძლია ცალკე დღე დააწესოს ამისთვის, აქციოს ის მის ატრიბუტად, მასთან ასოცირებულად და ამით არ გაერიოს იმ "ხმაურში" რაც საყოველთაო დღეებში ხდება, სადაც საკომუნიკაციო გზავნილების ჩაკარგვის მაღალი ალბათობაა.

მოკლედ, უამრავი რამის მოფიქრება შეიძლება, თან ისე რომ არც ბრენდი დაზარალდეს, არც მომხმარებელს (ადამიანებს) აწყენიოს და მისცეს მათ საშუალება - საყიდლებზე წასვლის ადამიანური გამოცდილება - მიიღონ.

ბრენდი ბრენდია როცა ის ფიქრობს ადამიანებზე მისი ვინაობიდან გამომდინარე (და ვინაობის მიღმა ადამინურობის ანაბანაზე).

რაც პირადად ჩემთვის მიუღებელია ეს არის - კართან ადამიანების შეგროვება, მერე ამ კარის გაღება და გავეშებული ხარებივით მათი შევარდნის ორგანიზება, ეს ჩემის აზრით დამამცირებელია. კი ადამიანები თანახმა არიან ერთმანეთის თავებზე იარონ ძალიან იაფი ფასებისთვის მაგრამ, შენ არ უნდა ქნა მასე მგონი ...

ადამიანური ბრენდები გაიმარჯვებენ! წარმატებას გისურვებთ! მიაწვააააააააა!“, - წერს ჩიქოვანი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 24-26 ნოემბერს „შავი პარასკევის“ ფარგლებში სავაჭრო ქსელებმა ფასდაკლებები გამოაცხადეს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები