დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიდი დიღმისა და გლდანის დამაკავშირებელ გზაზე ბასლეინს აკეთებენ

დიდი დიღმისა და გლდანის დამაკავშირებელ გზაზე ბასლეინს აკეთებენ

21-03-2023 14:23:21

დიდი დიღომი და გლდანი ერთმანეთს რამდენიმე დღეში ბასლეინით დაუკავშირდება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას ამ მიმართულებით გააიოლებს.

თბილისის მერიაში დღეს, 21 მარტს განუცხადეს, საგზაო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და აპრილის დასაწყისში დასრულდება.

ბასლეინი მოეწყობა ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირზე, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე და გიორგი მინდელის ხიდზე.

ეს არის 12 პრობლემური სატრანსპორტო კვანძიდან ერთ-ერთი. თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მერია უახლოეს მომავალში გადაწყვეტს ამ 12 კვანძის პრობლემას სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩატარებით. თბილისის მერის თქმით, პრობლემური კვანძების გამო უკვე არსებული ავტობუსები საკმარის ბრუნებს ვერ ახორციელებენ, რაც ხშირად იწვევს დაგვიანებას. მისივე განმარტებით, შემდეგი ნაბიჯი კი უნდა იყოს 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა.

ნეტგაზეთი 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები