დიდ ბრიტანეთში, ინფლაცია სამწლიან მინიმუმამდე – 1.7%-მდე დაეცა, რაც ინგლისის ცენტრალური ბანკის 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამორჩება და საპროცენტო განაკვეთების შემდგომი შემცირების მოლოდინს ზრდის. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
თიბისი კაპიტალის ანალიტიკოსების ცნობით, სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა შემცირდა, მას შემდეგ რაც ობლიგაციების ბაზარი დასვენების დღის შემდეგ აღდგა: 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციის შემოსავლიანობა 4.06%-მდე დაეცა, ხოლო 30-წლიანი ობლიგაციისა – 4.36%-მდე, რადგან ინვესტორები ყურადღებას ამახვილებდნენ ფედერალური რეზერვის წარმომადგენლების მომავალ გამოსვლებზე და ეკონომიკურ მონაცემებზე.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რეგიონული სუვერენული ობლიგაციების ბაზარი 1.14%-ით შემცირდა. თურქეთისა და უზბეკეთის ობლიგაციების ფასები საშუალოდ 0.16%-ით გაიზარდა, თუმცა ყაზახეთის ობლიგაციები 3.54%-ით დაეცა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
უახლესი
6 წუთის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის