დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღევანდელი რეალობით რაიმე საფრთხე ლარის სტაბილურობას ნამდვილად არ ემუქრება - ოთარ შამუგია

დღევანდელი რეალობით რაიმე საფრთხე ლარის სტაბილურობას ნამდვილად არ ემუქრება - ოთარ შამუგია

06-02-2025 11:40:00

 

დღევანდელი რეალობით რაიმე საფრთხე ლარის სტაბილურობას ნამდვილად არ ემუქრება, - ამის შესახებ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ოთარ შამუგიამ განაცხადა. შამუგიას თქმით, ლარის კურსზე გავლენას დღეს რაიმე ფუნდამენტური ფაქტორები არ ახდენს და საქმე გაქვს სხვადასხვა შოკებთან, თუნდაც არასტაბილურ გარემოსთან, რომელიც უკვე მილევადია და კურსიც ძველ ნიშნულს უბრუნდება. 

„რა თქმა უნდა ჩვენ ვხედავთ, რომ ამ წლების განმავლობაში, როგორც ინფლაციის კუთხით გაქვს დაბალი მაჩვენებელი, ასევე კურსთან მიმართებაში არის გარკვეული მერყეობები. თუმცა ეს ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეული არ არის. ეს გამოწვეულია სხვადასხვა მოლოდინებით. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, სებ-ი მოქმედებს ძალიან სტაბილურად, ზომიერად და სწორად და არ აკეთებს ხისტ ჩარევას. ვინაიდან ხედავს, რომ ეს პროცესები არის არაფუნდამენტური მოვლენებით გამოწვეული და სხვადასხვა შოკებით გამოწვეული, თუნდაც არასტაბილური სიტუაციის გამოწვეული, რომელიც წყნარდება და კურსი უბრუნდება ძველ ნიშნულს. ამას ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ხშირად ვხედავდით და ვხედავთ, რომ ლარი ძველ მაჩვენებელს უბრუნდება. ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ რაიმე ისეთ გამოწვევას ამ კუთხით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს, არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ რეგიონში მიმდინარე პროცესები, ჩვენს სავაჭრო ქვეყნებში მიმდინარე პროცესები. თუმცა დღევანდელი რეალობით რაიმე საფრთხე ლარის სტაბილურობას ნამდვილად არ ემუქრება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 
 

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები