„როგორც ყველა დროში, ისე დღესაც, ჩვენ ვართ მომსწრე ბოროტების, მტრობის, შინაურის ძირგამომთხრელი საქმიანობის, ძალაუფლების ჟინითა და შურისძიების წყურვილით აღვსილი ადამიანებისა, რომლებიც მზად არიან ყოველი საშუალებით უმტრონ ქვეყანას და თავისი უპასუხისმგებლობით, როგორც არაერთხელ მომხდარა, ქვეყანა გადაჩეხონ და თავად იხეირონ. ჩვენს წარსულში, ასეთი ადამიანებისგან ნასროლი ტყვია მოხვდა ბევრ ქართველს და პირველ რიგში ილიას“-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ილიაობის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, არსებობს ერთი დიდი განსხვავება, დღევანდელ საქართველოსა და საუკუნენახევრის წინანდელ საქართველოს შორის. დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ოცნებობდა ილია, რომლის აწმყოც იყო ყამირი მიწა და სწორედ მას ხვდა წილად ამ ყამირის გატეხვის და საძირკვლის ჩაყრის ღვაწლი.
„ტყვიები დღესაც ზუზუნებენ, ხილულიც და უხილავიც. ამ ტყვიების სამიზნე დღეს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანების გონებაა. ცდილობენ სიცრუით, ტყუილით, ორპირობით ადამიანთა გონების არევას, ფიზიკური რეალობის უარყოფას, სამშობლოზე წინ სხვათა ინტერესების დაყენებას. ეს არის ჩვენი აწმყო, ჩვენი სირთულეები თუ გამოწვევები, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ. მაგრამ არსებობს ერთი დიდი განსხვავება, დღევანდელ საქართველოსა და საუკუნე-ნახევრის წინანდელ საქართველოს შორის. დღევანდელი აწმყო არის სწორედ ის მომავალი, რომელზეც ოცნებობდა ილია, რომლის აწმყოც იყო ყამირი მიწა და სწორედ მას ხვდა წილად ამ ყამირის გატეხვის და საძირკვლის ჩაყრის ღვაწლი.
სწორედ ილიას მიერ ჩაყრილ საძირკველზე აღმოცენდა ქართული სახელმწიფო, ქართული ცნობიერება და პატრიოტული განცდა. დღეს კი ჩვენი თაობის შესაძლებლობაა რომ დაწყებული საქმე დავასრულოთ, შევქმნათ ისეთი მყარი სახელმწიფო, სამოქალაქო განცდით, ეროვნული თვითშეგნებით, სამშობლოს სიყვარულით, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არაერთ ოქროს ხანას დაუდებს სათავეს. ილიას საქართველო ვართ აქ. დღევანდელი დღე, ჩვენი აწმყო, არის მისი კვალი, ჩვენ ვართ მისი გზის გამგრძელებლები და ივერია იბრწყინებს ჩვენი ყველას ხელით ერთად!“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
უახლესი
10 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება