დღეს ვართ ლიდერი მთლიანად კონტინენტზე ეკონომიკური განვითარების ტემპებით. ამას უკვე რამდენიმე წელია ვახერხებთ იმის პარალელურად, როდესაც ვხედავთ პირდაპირ თავდასხმებს ბრიუსელიდან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოქსფორდის უნივერსიტეტის კეთილდღეობის კვლევის ცენტრის კვლევასთან დაკავშირებით.
„მიუხედავად იმისა, რომ გვყავს მარგინალი უმცირესობა, რომელიც უცხო ქვეყნის დაკვეთით მოქმედებს და ცდილობს შეარყიოს ჩვენი ქვეყანა, საქართველოს მოსახლეობის და მისი ხელისუფლების ერთიანობამ მიგვიყვანა ჩვენ ამ შედეგამდე [რომ ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია]. დღეს ვართ ლიდერი მთლიანად კონტინენტზე ეკონომიკური განვითარების ტემპებით. ამას უკვე რამდენიმე წელია ვახერხებთ იმის პარალელურად, როდესაც ვხედავთ პირდაპირ თავდასხმებს ბრიუსელიდან საქართველოზე. უსამართლო თავდასხმებს და რიგ შემთხვევაში განზრახ მავნებლობას ქართველი ხალხის წინააღმდეგ მაშინ, როდესაც მაგალითად გვთხოვდნენ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის. როდესაც ბრიუსელიდან მოდის ასეთი მოთხოვნა, ამ მოთხოვნის დამყენებელი ან არის სულელი და არ ესმის რა შედეგი შეიძლება გამოეღო საქართველოს მხრიდან ამ ქმედებას ჩვენი ხალხისთვის, ან არის მავნებელი. ძალიან კარგადაც იცოდნენ, რომ ეს [სანქციების დაწესება] საქართველოსთვის იყო კატასტროფა და ქვეყნის ეკონომიკის ნგრევის ტოლფასი, მიუხედავად ამისა, მოგვიწოდებდნენ ბრიუსელიდან და მოითხოვდნენ საქართველოსგან დაგვეწესებინა სანქციები“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია 31 მარტის ამინდის პროგნოზი19 საათის წინ
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა1 დღის წინ
რჩევები ეზოს მოსაწყობად