დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება - რას განიხილავენ
22-01-2024 11:00:00
დღეს 14:00 სათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მინისტრთა კაბინეტი დღის წესრიგით გათვალისწინებულ 4 საკითხზე იმსჯელებს:
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "ონკოლოგიურ პაციენტთა სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების თაობაზე”, მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“, მომხსენებელი: ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი;
- საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ახალ პროექტთან დაკავშირებით რიგი საკითხების განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“.
- საიდუმლო.