დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება - რა გადაწყვეტილებას მიიღებს სებ-ი

დღეს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება - რა გადაწყვეტილებას მიიღებს სებ-ი

19-06-2024 10:49:00

დღეს, საქართველოს ეროვნულ ბანკში მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 22 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ორჯერ წინასწარ დადგენილი კალენდრის შესაბამისად. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მოიწვიონ რიგგარეშე სხდომა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის ყოველი სხდომის ჩატარების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ქვეყნდება კომიტეტის გადაწყვეტილები, რომელშიც განმარტებულია გადაწყვეტილების მიზეზები და განმსაზღვრელი ფაქტორები.

მიმდინარე წელს, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი სამჯერ იანვარში, მარტსა და მაისში შეიკრიბა. წლის დასაწყისში განაკვეთი 9%-ს შეადგენდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები