2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვნად ზრდის პარალელურად, საინვესტიციო პროცესები აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს.
„სამშენებლო დეველოპერულმა კომპანია TEKTO ჯგუფმა რეგიონში 100 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. 400 ახალი სამუშაო ადგილი უკვე შეიქმნა და სამომავლოდ კომპანია ახალ საინვესტიციო პროექტებს გეგმავს.
საქართველოში, იანვარში, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 14.7%-ით გაიზარდა, ხოლო ახლად დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 5,439 ერთეულს გაუტოლდა.
იანვარში ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების; ტრანსპორტისა და დასაწყობების; მშენებლობის, განათლების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ“, -განმარტავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
უახლესი
6 საათის წინ
sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია დაიწყო6 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა6 საათის წინ
საქართველოს ავიაბაზარის TOP 5 მოთამაშე