დეპუტატების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტში დღეს დაინიცირდება.
კანონპროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება.
ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის.
დღეის მდგომარეობით პარლამენტის წევრების ხელფასები, თანამდებობების მიხედვით, დაახლოებით 4000-დან 7000 ლარის ფარგლებშია, ხოლო ახალი ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, 8 000-დან 10 000 ლარის ფარგლებში იქნება.
პაპუაშვილის განმარტებით, დასახელებული თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაც, რომელიც აღნიშნულ ოდენობებს გამოაკლდება. „კანონპროექტში სქემაც არის მოტანილი – არსებული ხელფასი, დაინიცირებული ხელფასი და ასევე, კოეფიციენტიდან გამომდინარე რა შეიძლებოდა, ყოფილიყო მაქსიმალური ხელფასი. ამ ინიციატივით ჩვენ ეს სრულად არ ავითვისეთ. მე გახლავართ კანონპროექტის ინიციატორი და მევე გამოვიტან კომიტეტზე. მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის არის. ასე რომ, ეს შესაძლოა, იყოს დამატებითი მოტივაცია ოპოზიციისთვის, რომ მომავალ არჩევნებზე იყვნენ აქტიურად წარმოდგენილი და მიიღონ მონაწილეობა. სწორედ ამის გათვალისწინებითაც, ჩემი ინიციატივაა, რომ მომავალი პარლამენტის წევრებს გაეზარდოთ, რათა არ იყოს რამე აღქმა, თითქოს პარლამენტი საკუთარ თავს უზრდის ხელფასს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
იგივე თემაზე:
შესაძლოა, პარლამენტის წევრების ხელფასი 10 000 ლარამდე გაიზარდოს - საკანონმდებლო ინიციატივა
უახლესი
9 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება