უცხოური და ეროვნული ვალუტის დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, დეპოზიტების დოლარიზაციამ აპრილში წინა თვესთან შედარებით 1.3 პპ-ით შემცირდა და 48.3% შეადგინა. როგორც სებ-ის თვის მიმოხილვაშია აღნიშნული, აპრილის ბოლოს, ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 0.4 პპ-ით 63.7%-მდე, ხოლო იურიდიული პირების 1.5 პპ-ით 37.2%-მდე შემცირდა. ამავდროულად, ფიზიკური პირების ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია, აპრილში, წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით 60.3%-მდე შემცირდა.
აპრილში დეპოზიტების საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები (მთავრობის გარეშე) წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით შემცირდა და 6.3% შეადგინა. ეროვნული ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით 7.8%-მდე შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი უცვლელად 1.6%-ზე შენარჩუნდა. რეზიდენტების ლარის ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი 0.2 პპ-ით შემცირდა და 10.8% შეადგინა. აშშ დოლარის ვადიანი დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთი 0.1 პპ-ით 2.1%-მდე შემცირდა, ხოლო ევროს ვადიანი დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.2 პპ-ით გაიზარდა და 1.2% შეადგენს.
უახლესი