სასტუმროში ტურისტების აქტივობა ამ დროისთვის დაბალია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩვენი სასტუმროს მაგალითზე 20%-ით არის შემცირებული დატვირთულობა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ვილა მოსავლის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განუცხადა.
„გვაქვს მოლოდინი, რომ მაისის ბოლოდან აქტივობა უფრო მაღალი იქნება, როგორც ტურისტული ნაკადის, ისე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. ზაფხულის ჯავშნები არის, მაგრამ გასულ წელს თუ შევადარებთ, აქაც კლება 20%-ია“, - ამბობს „ვილა მოსავლის“ გენერალური მენეჯერი.
მისი ინფორმაციით „ვილა მოსავალში“ განახლდა მენიუ, დაამატეს ახალი კერძები და კოქტეილები. „ასევე შეგვიძლია გამოსაშვები საღამოს, კორპორაციული წვეულების, ქორწილის, ნიშნობის, დაბადების დღის დაგეგმვა შევთავაზოთ დამკვეთებს. წლის ბოლოს ვგეგმავთ სარესტორნო სივრცის დასრულებასა და გახსნას, რომელიც 2 500 ადამიანზეა გათვლილი და ივენთ ჰოლი ფუნქცია ექნება“, - ამბობს ნიკოლოზ შეყრილაძე .
ასევე ვილა მოსავლის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს აუზი. ორშაბათი - პარასკევის ტარიფია - 50 ლარი, ხოლო შაბათ - კვირას აუზით სარგებლობა 80 ლარი ღირს.
„რაც შეეხება სასტუმროს, თითოეული ოთახი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარითა თუ ავეჯით, რათა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ ჩვენთან სტუმრობის დროს. 26 სტანდარტული ოთახი, 2 დელუქსის ტიპისა და 3 საოჯახო ოთახი, სწორედ თქვენი კომფორტისთვისაა შექმნილი, რომლებიდანაც შეგიძლიათ დატკბეთ შესანიშნავი ხედებით“, - აცხადებენ სასტუმროში.
„ვილა მოსავალი" ოჯახური ბიზნესია, რომელიც 2018 წლიდან ნატახტარში ფუნქციონირებს. სასტუმროს გარდა, კომპანიის პორტფელშია მეღვინეობა, რესტორანი და ველნესი.
უახლესი