დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაცული ტერიტორიების სააგენტო ინდოეთის დედაქალაქ დელიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SATTE 2025 მონაწილეობდა

დაცული ტერიტორიების სააგენტო ინდოეთის დედაქალაქ დელიში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SATTE 2025 მონაწილეობდა

04-03-2025 12:15:00

გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს უნიკალურიბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ, ვირტუალური რეალობისსათვალეების გამოყენებით საქართველოს ეროვნული პარკების სილამაზე დაეთვალიერებინათ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესახებ გამოფენის ინდოელი ვიზიტორების ცნობიერება საკმაოდმაღალია, რაც მნიშვნელოვანი პოტენციალია დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციისთვისინდოეთის ტურისტულ ბაზარზე.

დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად აგრძელებს მუშაობას საქართველოს ეროვნულიპარკების ცნობადობის გაზრდისა და საერთაშორისო ტურისტული ნაკადების მოზიდვისმიმართულებით.

 

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები