დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა - BAG ინდექსი

დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით გაუმჯობესდა - BAG ინდექსი

29-03-2023 13:45:35

BAG ინდექსის 2023 წლის პირველი კვარტლის კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის მაჩვენებელი 4.9 ქულით გაუმჯობესდა და 34.0 ქულა შეადგინა.

კვლევის შედეგების მიხედვით,  მონაცემები გაუმჯობესებულია ყველა სექტორში. აღსანიშნავია ვაჭრობის სექტორი, სადაც მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით 10.7 ქულით არის გაზრდილი. აღნიშნულს, შესაძლოა განაპირობებდეს სექტორში მოსალოდნელი გაყიდვების ზრდა, რასაც გამოკითხული კომპანიების 72% ასახელებს.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2022 წლის მეოთხე და 2023 წლის პირველ კვარტლებში კომპანიების 48%-მა გაზარდა დასაქმებულთა ხელფასები, რაც სექტორულად თუ განვიხილავთ, უმეტესად ვაჭრობისა და მრეწველობის სექტორებში დაფიქსირდა.

საგულისხმოა ასევე, რომ კომპანიათა უმრავლესობის განცხადებით, აღნიშნული ხელფასების ზრდა ძირითადად 0-20%-იან შუალედში მერყეობს.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსის 2023 წლის პირველი კვარტლის კვლევა მომზადდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები