დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დარასელიას თასი 2024, რომლის გენერალური მხარდამჭერი კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაა, დასასრულს უახლოვდება

დარასელიას თასი 2024, რომლის გენერალური მხარდამჭერი კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაა, დასასრულს უახლოვდება

27-08-2024 11:09:00

დარასელიას თასი 2024 დასასრულს უახლოვდება. როგორც ყოველთვის ვიტალი დარასელიას თასის გენერალური მხარდამჭერი კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაა.

27 აგვისტოს ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება - 18:00 საათზე დავით პეტრიაშვილი არენაზე ერთმანეთს ვალენსია და უოტფორდი დაუპირისპირდებიან, 21:00 საათზე კი დინამო არენაზე დინამო თბილისი იუვენტუსს უმასპინძლებს.

28 აგვისტო კი დარასელიას თასის ფინალური დღეა.

17:00 საათზე საგურამოს ბაზაზე ლოკომოტივი და გალათასარაი ერთმანეთს მეხუთე ადგილისთვის დაუპირისპირდებიან. 19:00 საათზე დინამო არენაზე დაგეგმილია მატჩი მესამე ადგილისთვის. 22:00 საათზე კი დარასელიას თასი 2024-ის ფინალური შეხვედრა დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ დაარსების დღიდან კოკა-კოლა დარასელიას თასის ერთგული პარტნიორია. საერთაშორისო ტურნირმა ქართველი და არა მარტო ქართველი ტალანტებისთვის უნიკალური შესაძლებლობა შექმნა და დღესაც წარმატებით აგრძელებს ახალგაზრდა ტალანტების წარმოჩინებას. 

16-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი 2016 წლიდან იმართება და წელს უკვე მე-6 გათამაშება მიმდინარეობს.

ტურნირზე ორი ქართული გუნდი მონაწილეობს – „დინამო თბილისი“ და „ლოკომოტივი“, ასევე „იუვენტუსი“, „უოტფორდი“, „ვალენსია“ და „გალათასარაი“.

ვიტალი დარასელიას თასი 2024 წლის მატჩებს კი ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი და საგურამოში ლოკომოტივის საფეხბურთო ბაზა მასპინძლობს. ტურნირის ფინალური შეხვედრა კი, დინამო არენაზე ჩატარდება.

ტურნირს ორი ელჩი ჰყავს – ქართული ფეხბურთის ლეგენდები თემურ ქეცბაია და ვლადიმერ გუცაევი.

ცნობილია, რომ დარასელიას თასი 2024-ის საუკეთესო ფეხბურთელი ზარაფხანასა და Sports Orient-ის თანამშრომლობით შექმნილ მედალს მიიღებს, რომელიც ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს. სპეციალური პრიზი, რომელიც ზარაფხანას უნიკალური პროდუქტია, ვიტალი დარასელიას ინიციალებით და გამოსახულებით, მისივე სახელობის ტურნირისთვის შეიქმნა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები