დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დაგროვებით საპენსიო სქემაში დარეგისტრირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს მიუახლოვდა

დაგროვებით საპენსიო სქემაში დარეგისტრირებულთა რაოდენობა 1,5 მილიონს მიუახლოვდა

22-12-2023 11:50:00

საპენსიო სააგენტომ 2023 წლის შედეგები შეაჯამა. 2023 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია, სქემაში რეგისტრირებულ მონაწილეთა რაოდენობამ 1,476,780 შეადგინა, აქედან აქტიური სქემის მონაწილე 1,297,661 ადამიანია, ხოლო დამატებით 2023 წელს სქემას 118,044 მონაწილე შემოუერთდა.

2023 წელს პენსიით ისარგებლა 3,535 ადამიანმა, შედეგად პენსიის მიმღებთა რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 6,929 შეადგინა.

დღეისათვის, გაცემული პენსიის ჯამური ოდენობა 20,811,344 ლარია, ხოლო მიმდინარე წელს იგივე მონაცემი 13,264,294 ლარს მოიცავს.

ამ დროისათვის, დაგროვებით საპენსიო სქემაში 107,644 კომპანიაა დარეგისტრირებული, 2023 წლის სტატისტიკით, კი სქემაში გაწევრიანებულ ორგანიზაციათა ოდენობა 12,650-ით გაიზარდა.

აქვე უნდა აღინოშნოს, რომ მიმდინარე წელს სააგენტომ წარმატებით გაიარა ISO 27001 სტანდარტის შესაბამისობის მასერტიფიცირებელი აუდიტი და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი, ასევე GITI-2023-ზე გახდა გამარჯვებული „ინფორმაციული უსაფრთხოების საუკეთესო მენეჯმენტის“ ნომინაციაში.

საინვესტიციო საქმიანობის შედეგები კი ასე გამოიყურება: საპენსიო სააგენტოს ფუნქციონირების დაწყებიდან მე-5 წელს, ჯამურმა საპენსიო აქტივებმა 4.3 მილიარდ ლარს მიაღწია, მათ შორის, წმინდა კონტრიბუციების მოცულობა 3.5 მილიარდი ლარია, ინვესტირების შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები კი 834 მილიონ ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია რომ, პორტფელების დივერსიფიკაციასთან ერთად გაიზარდა საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული ამონაგებიც და მხოლოდ 2023 წელს 401 მილიონი ლარი შეადგინა. დაარსებიდან დღემდე, საპენსიო სააგენტოს ჯამურ აქტივებზე ნომინალური ამონაგები 57% -ია, რაც იმავე პერიოდში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებელზე 13.3%-ით მაღალია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წლის მონაცემების მიხედვით, საპენსიო სააგენტო რეგიონისა და OECD-ის ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ბოლო 3 წლის აკუმულირებული მონაცემებით (2020-2022), საპენსიო სააგენტოს ჯამურმა ნომინალურმა ამონაგებმა 33% შეადგინა. ამ მაჩვენებლით, საქართველოს საპენსიო სააგენტო რეგიონისა და OECD-ის ქვეყნების რეიტინგის ლიდერია.

 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები