ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, სათამაშო ბიზნესის პოლიტიკაზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, 2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციების შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილია 1 457 526 პირი, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 34 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 4 867 განაცხადი დარეგისტრირდა.
მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შეიცვალა სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესი და პრინციპებიც, რამაც ბიუჯეტის შემოსავლებზე დადებითად იმოქმედა და 2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა, წინა წელთან შედარებით, 65 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა.
უახლესი