მთაში, კერძოდ, ყაზბეგში დასვენების მსურველებს Cottage Mtachy მაღალი დონისა და სტანდარტთან სრულად შესაბამის სერვისს სთავაზობს. Cottage Mtachy დაბა სტეფანწმინდაში სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა და კომფორტული დასვენებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს.
როგორც ბრენდის დამფუძნებელი, Cottage Mtachy-ის ხელმძღვანელი დავით ალიბეგაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, მიზნად ისახავს ტურისტულ ბიზნესში შესვლა და პოზიციის გამყარებას, რაც ყაზბეგის პოტენციალის უკეთ წარმოჩენას შეუწყობს ხელს და მთაში დასვენების მსურველებს მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებს.
,,ყაზბეგში ტურისტების სიმრავლე ყოველთვის იგრძნობა. აქედან გამომდინარე, კოტეჯებზე მოთხოვნა მუდმივად არის, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ სეგმენტში შემოსვლა, რომ მაქსიმალურად კომფორტული გარემო და დასვენების საუკეთესო პირობები შევქმნათ მომხმარებლებისთვის. სერვისთან ერთად, გამოგვარჩევს ულამაზესი ხედი და მდებარეობა. სახელწოდებად Mtachy (მთაჩი) შეგნებულად ავიღეთ, რითაც ხაზი გავუსვით მოხევურ დიალექტს ანუ როგორც მოხევეები იტყვიან, ეს არის კოტეჯი მთაჩი, რომელიც კარგ და დაუვიწყარ დასვენებას ჰპირდება ნებისმიერს, ვინც გადაწყვეტს, რომ დასვენების დღეები ჩვენთან გაატარონ და დადებითი ემოცია დააგროვონ“, - ამბობს დავით ალიბეგაშვილი.
როგორც კოტეჯის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მოლოდინი ძალიან პოზიტიურია და მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ სეზონის განმავლობაში ტურისტების მხრიდან დიდი ინტერესი და ნდობა მოიპოვონ. დათო ალიბეგაშვილის თქმით, მოთხოვნა ყაზბეგში ყოველთვის არის, შეიძლება ტურისტული სეზონი დიდი აქტიურობით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ იქაურობა ცარიელი არასდროს არ არის.
ამ ეტაპზე კი, მეტი საბაბია, ვიზიტორებმა მთაში დასვენებაზე გააკეთონ არჩევანი და უნიკალური ბუნებით დატკბნენ, რის შესაძლებლობასაც ყაზბეგი იძლევა.
Cottage Mtachy ამ ეტაპზე ერთი კოტეჯით არის წარმოდგენილი. თუმცა მდგრად განვითარებას აგრძელებს და მომავალ სეზონზე, სავარაუდოდ, 2024 წლის გაზაფხულზე, 2 კოტეჯი დაემატება.
უახლესი