კომპანია Coca-Cola-მ უზბეკეთში წარმოებას აფართოებს. ქვეყანაში Coca-Cola-ს რიგით მეოთხე უკვე საწარმო გახსნა, საიდან ინვესტიციის მოცულობა 110 მლნ დოლარზე მეტია.
მეოთხე ქარხანა ოფიციალურად 15 მაისს სამარყანდის რეგიონის ჯამბეის რაიონში გაიხსნა.
ქარხნის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ უზბეკეთის მთავრობის წევრები და The Coca-Cola Company-ს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს ქუინსი.
Coca-Cola გამაგრილებელი სასმელების ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც 200-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.
მეოთხე საწარმოს გახსნამდე უზბეკეთში Coca-Cola-ს 3 საწარმო წარმატებით ფუნქციონირებდა, რომლებიც ტაშკენტში, ურგენჩსა და ნამანგანის რეგიონში მდებარეობს.
მეოთხე საწარმოს გახსნაზე ჯეიმს ქუინსმა აღნიშნა, რომ Coca Cola-ს გაფართოება არა მხოლოდ Coca Cola-სა და უზბეკეთს შორის პარტნიორობის ნიშანია, ასევ წარმოადგენს მდგრად განვითარებაზე დამყარებულ საერთო მიზნებს.
„Coca Cola მოწოდებულია მხარი დაუჭიროს სათემო ინიციატივებს, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს, ხელს უწყობენ ეკონომიკურ განვითარებას და აუმჯობესებენ ცხოვრებას. ჩვენი ინვესტიცია სამარყანდში არის ჩვენი ნდობის გამოხატულება უზბეკეთის ეკონომიკის ზრდის პოტენციალის მიმართ“, - თქვა ჯეიმს კვინსიმ.
უახლესი
10 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება