დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Coca-Cola Bottlers Georgia-მ თანამშრომლები დააჯილდოვა

Coca-Cola Bottlers Georgia-მ თანამშრომლები დააჯილდოვა

17-03-2025 13:30:00

Coca-Cola Bottlers Georgia-მ საკუთარი თანამშრომლები გამორჩეული პროფესიონალიზმისა და სრულყოფილებისკენ სწრაფვისთვის და რაც მთავარია Coca-Cola-ს საამაყო ღირებულებების ერთგულებისთვის წელს უკვე მესამედ დააჯილდოვა.
ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია Coca-Cola Bottlers Georgia-ს სათაო ოფისში, მუხრანის ველზე გაიმართა.  
„სამი წელი გავიდა იმ ტრადიციიდან, რომელიც 3 წლის უკან დავნერგეთ. წლის შემაჯამებელი ციფრებიდან გამომდინარე ვასახელებთ ყველა მიმართულებით საუკეთესო თანამშრომლებს: მძღოლს, ექსპედიტორს, ხაზის მომსახურეს, სხვადასხვა განყოფილების თანამშრომელს - ვაჯილდოებთ ჩვენი ოქროს ბოთლით, ფულადი პრემიით. ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც ჩვენთან მუშაობს არის პატივისცემის ღირსი და დასაფასებელი“, - აღნიშნა Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ.

გაყიდვების წლის გუნდი, წლის საუკეთესო ეკიპაჟი, წარმოების წლის თანამშრომელი და გაზიანი სასმელების დეპო - ჯამში 23 ადამიანს დისციპლინით, მოტივაციით და შრომით საუკეთესო შედეგებით წლის დასრულება დაუფასდათ და კომპანიის მხრიდან გამოყოფილი სპეციალური პრიზები Coca-Cola-ს ბოთლის სიმბოლური ოსკარი, ფულადი ჯილდო და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.   

წლევანდელი დაჯილდოებისთვის კომპანიამ 70 000 ლარი ოდენობის საპრიზო ფონდი გამოყო. მომდევნო წელს დაჯილდოებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზრდება და კიდევ უფრო მეტი თანამშრომელი საუკეთესო მუშაობისთვის და წარმატებული შედეგებისთვის დაფასდება და დაჯილდოვდება. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები