კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia დარასელიას თასი 2024-ის მთავარი მხარდამჭერი იყო.
„ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი 28 აგვისტოს, იუვენტუსის გამარჯვებით დასრულდა.
წლევანდელ ჩემპიონატში ორმა ქართულმა აკადემიამ: დინამო თბილისმა და თბილისის ლოკომოტივმა უდიდესი საერთაშორისო გამოცდილება მიიღეს.
2 ქართული გუნდის გარდა, ტურნირში მონაწილეობდა 4 უცხოური კლუბი: იუვენტუსი, უოტფორდი, ვალენსია და გალათასარაი, რომელთან ერთად თამაშიც ქართველი ტალანტების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო.
ტურნირის ყველაზე დრამატული მატჩი აღმოჩნდა ნახევარფინალური დაპირისპირება დინამო თბილისისა და იუვენტუსს შორის.
თამაშის ძირითადი დრო ფრედ, 2-2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი იუვენტუსმა დინამოს 4-2 სძლია.
აღსანიშნავია ერთი სიახლეც - წელს ყველა შეხვედრა ბუნებრივსაფარიან მოედნებზე ჩატარდა. დარასელიას თასი 2024-ის მასპინძელი სტადიონები იყო: ილიას კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრი, ს.კ ლოკომოტივის საგურამოს ბაზა, დავით პეტრიაშვილი არენა და დინამო არენა.
Coca-Cola Bottlers Georgia განაგრძობს ქართული სპორტისა და ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას“,- აცხადებენ კომპანიაში.
უახლესი