Citi-სთან გაფორმებული შეთანხმება დიდ როლს თამაშობს კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს ბანკსა და Citi-ს გრძელვადიანი თანამშრომლობა აქვს და CARTA-ს ფარგლებში უკვე მეცხრე შეთანხმება გაფორმდა.
„ჩვენს სანდო პარტნიორთან - Citi-სთან გაფორმებული შეთანხმება დიდ როლს თამაშობს კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი ექსპორტისა და იმპორტის ოპერაციებში. ჩვენ Citi-სთან გრძელვადიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს სავაჭრო დაფინანსების მიმართულებით. აღნიშნული ხელშეკრულება კი CARTA-ს ფარგლებში გაფორმებული მეცხრე შეთანხმებაა, რომელიც გვაძლევს უფრო დიდ მოტივაციას და შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები და შევქმნათ მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად მორგებული ფინანსური შესაძლებლობები ვაჭრობის დაფინანსების კუთხით. მსურს, მადლობა გადავუხადო Citi-ს წარმატებული თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
შეგახსეებთმ რომ საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (“CARTA”)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მეცხრე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს. ფინანსური რესურსი ბანკს შესაძლებლობას მისცემს, კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ვაჭრობის დაფინანსებისთვის საუკეთესო პროდუქტები შესთავაზოს.
უახლესი
3 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს4 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო5 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა6 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა