დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენთან არის მკაფიო მატება და ეს ტენდენციაა საქმიანობის დაწყების დღიდან - „ბიოგრაფი ლივინგის“​ დამფუძნებელი მოთხოვნის ზრდაზე

ჩვენთან არის მკაფიო მატება და ეს ტენდენციაა საქმიანობის დაწყების დღიდან - „ბიოგრაფი ლივინგის“​ დამფუძნებელი მოთხოვნის ზრდაზე

07-03-2025 17:15:00

ჩვენთან არის მკაფიო მატება და ეს ტენდენცია არის დაწყების დღიდან, იანვარიც რეკორდული თვე იყო და თებერვალიც, - ამის შესახებ კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“​ დამფუძნებელმა ლევან ფხაკაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია, რასაც სტატისტიკური მაჩვენებლებიც ადასტურებს. 

„მე შემიძლია ჩვენი კომპანიიდან გამომდინარე გესაუბროთ, თუმცა ახლახან გამოქვეყნდა Galt & Taggart-ის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ მოთხოვნა 2024 წელს 2023 წელთან შედარებით არის გაზრდილი, მაგრამ არც თუ ძალიან დიდად. უმნიშვნელოდ. რაც შეეხება ჩვენს კომპანიას მეორე წელია რაც ბაზარზეა და რთულია სტატისტიკის კეთება. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან არის მკაფიო მატება. ეს ტენდენცია არის დაწყების დღიდან. იანვარიც რეკორდული თვე იყო და თებერვალიც რეკორდული იყო“, - აცხადებს ლევან ფხაკაძე. 

კომპანიის​ დამფუძნებლის თქმით, „ბიოგრაფი ლივინგის“​ მაგალითზე მოთხოვნის ზრდაზე სავარაუდოდ, დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიის და ჯგუფის მიმართ ნდობას. 

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის მომხმარებლის გადაწყვეტილება, მომხმარებლის არჩევანი და მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც არის გარკვეული ტურბულენცია ბაზარზე და შეიძლება შეინიშნებოდეს გარკვეული კრიზისის ნიშნები. მომხმარებელი უფრო მეტად დინჯია და აკურატულია გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომპანიის და ჯგუფის მიმართ ნდობას, დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად კარგად ხარ დაკავშირებული ბანკთან, გაქვს თუ არა შეკრული პროექტი. და ასევე, რამდენად კარგ პროექტს აკეთებ. მე ვფიქრობ, რომ თავი და  თავი მაინც ყველაფერი არის ის, რითაც ჩვენ პირველი დღიდანვე ვარწმუნებთ და ვიცით რას ავაშენებთ, ეს არის ხარისხი და ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ავაშენებთ იმაზე უკეთესს, ვიდრე რენდერებზე წარვადგინეთ ჩვენი მომხმარებლების წინაშე“, - აცხადებს ლევან ფხაკაძე. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები