წელს დავამატეთ სხვა ბრენდის, კერძოდ „მიდეას“ ჭკვიანი სახლის ტექნიკა და SAMSUNG-ის ბრენდის ტელეფონები, რასააც საკმაოდ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. საახალწლოდ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ პროდუქციის ფართო არჩევანს , ფასდაკლებებსა და საჩუქრებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „მისთორის“ დამფუძნებელმა გვანცა მიქუჭაძემ განუცხადა.
კომპანიის დამფუძნებლის შეფასებით, „მისთორის“ მთავარი კონკურენტული უპირატესობაა ადგილობრივ ბაზარზე ის, რომ „შიაომის“ ოფიციალური დილერები არიან. „მომხმარებელს ვთავაზობთ ყველზე დაბალ ფასს და 2-წლიან საგარანტიოს ნებისმიერ პროდუქტზე. ყველაზე დიდი მოთხოვნა არის ჭკვიან რობოტ მტვერსასრუტებზე და ჰაერის დამატენიანებლებზე“, - აცხადებს გვანცა მიქუჭაძე.
რაც შეეხება საქმიანობის შედეგებს, 2024 კომპანიის დამფუძნებელი დადებითად აფასებს. „საკმაოდ წარმატებული წელი გვქონდა, გვაქვს ზრდა გაყიდვებში წინა წლებთან მიმართებით. 2025 წელს ვფიქრობთ კიდევ ახალი ბრენდების დამატებას რაც გაზრდის ჩვენი გაყიდვების არეალს და შემოიტანს მრავალფეროვნებას“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი - გვანცა მიქუჭაძე.
ტექნიკის მაღაზია „მისთორი“ ბაზარზე ოთხი წელია ოპერირებს და 7 ფილიალითაა წარმოდგენილი.
უახლესი
13 საათის წინ
2025 წელს ვგეგმავთ აშშ-ის ბაზარზე შესვლას - „კერკი“14 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8021 ლარი გახდა