დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი სამიზნეა აშშ-ის ბაზარი, ჩაის ექსპორტის გაზრდას ვგეგმავთ - „მანნა“

ჩვენი სამიზნეა აშშ-ის ბაზარი, ჩაის ექსპორტის გაზრდას ვგეგმავთ - „მანნა“

05-09-2024 11:00:00

ზაფხულის სეზონი საკმაოდ პასიურია ჩაის ინდუსტრიისთვის და ძირითადი გაყიდვები ჰორეკა სექტორზეა. თუმცა შემოდგომის სეზონზე გავაქტიურდებით როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „მანნას“ დირექტორმა ირაკლი ღურჭუმელიამ განუცხადა.

„შემოდგომის სეზონზე ვგეგმავთ ექსპორტის გაფართოებას აშშ-ში. ეს ბაზარი ჩვენთვის საინტერესოა და ჩაის საცდელი პარტიები უკვე გავგზავნეთ. გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ბაზარზე შევალთ და გაყიდვების კუთხით ჩვენი ბიზნესი წარმატებული იქნება“, -განაცხადა ირაკლი ღურჭუმელიამ.

„მანნა“ 14 დასახელების სხვადასხვა ჩაის აწარმოებს. კომპანია ნედლეულს ქართველი ფერმერებისგან ყიდულობს და სხვადასხვა კუპაჟს ქმნის.

„ჰორეკა სექტორისთვის ვიღებთ ინდივიდუალურ შეკვეთებს და ვქმნით ახალ კუპაჟებს. „მანნას“ ჩაი იყიდება ქსელურ მარკეტებში „აგროჰაბში“, „გუდვილსა“ და „კარფურში“.

„მანნას“ ჩაი ექსპორტზე გადის ჩეხეთსა და პოლონეთში. 

კომპანია ,,მანნა" სტაბილურად ასაქმებს 20 ადამიანს, აქედან 12 საწარმოს თანამშრომელია.

კომპანიის დირექტორის თქმით, წარმოების კუთხით 2022 წელი ყველაზე წარმატებული იყო, ვინაიდან გაყიდვები დაახლოებით 240-250%-ით გაიზარდა და ამით ბრენდმა ძალიან დიდი პროგრესი განიცადა.

ცნობისთვის, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი და დამფასოებელი საწარმო „მანნა“ 2017 წელს გაიხსნა და პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2018 წლიდან ჩაეშვა.

კომპანიის საკუთრებაშია თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და დანადგარებით აღჭურვილი ქარხანა სოფელ საგურამოში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები