დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ჩვენი სამიზნე ევროპელი ტურისტები არიან - Melaanian Vintage

ჩვენი სამიზნე ევროპელი ტურისტები არიან - Melaanian Vintage

10-04-2023 10:30:48

სასტუმრო Melaanian Vintage 2020 წელს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ხელშეწყობით გაიხსნა.

„ფაქტობრვად Melaanian Vintage ეკო კომპლექსია, სადაც სტუმრების განთავსება განსხვავებულ ეკო ვინტაჟურ გარემოში ხდება. 

სტუმრებს ვთავაზობთ ლოკალური სამზარეულოს დეგუსტაცია-მასტერკლასებს, სათავგადასავლო და აგრო ტურებს და ჩაის“, -  ამბობს Business Insider Georgia-თან Melaanian Vintage-ს მფლობელი თეონა თაბორიძე 

მისივე თქმით, სასტუმროში ამ ეტაპზე ღამისთევით 10 სტუმარის, ხოლო სადილსა და მასტერკლასებზე 25-ის მიღება არის შესაძლებელი.  

„Melaanian Vintage-ში გარემო ნამდვილად განსხვავებულია და ეს იზიდავს როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ვიზიტორს. გასული წლების გამოცდილებითა და ამ სეზონისთვის არსებული ჯავშნებით შეიძლება ითქვას, რომ ევროპაა ჩვენი სამიზნე ბაზარი. გვსტუმრობენ ეკო ტურიზმით დაინტერესებული ადამიანები გერმანიდან, შვეიცარიიდან, პორტუგალიიდან.

ამ ტიპის ტურისტებისთვის მნიშვნელოვანია მეტი სიახლოვე ავთენტურთან და სიჯანსაღესთან. 

რაც შეეხებათ საქართველოს მოქალაქეებს, ძირითადად შაბათ-კვირას მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად გვსტუმრობენ და საინტერესო და ხალისიან საღამოებს მართავენ“, - ამბობს თეონა თაბორიძე. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები