2015 წლიდან პირადი ინვესტირებით ძმებმა, წინაპრების მიერ დატოვებული მარანი ავაღორძინეთ და დღეს „ძმები ხუციშვილების მარანის“ ბრენდის ქვეშ 11 დასახელების ღვინოს ვაწარმოებთ,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს მარნის თანადამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა განუცხადა.
კომპანია, თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ალაზნის ველზე საკუთარ ვენახებს ფლობს, თუმცა ღვინის დასამზადებლად, ყურძენს ადგილობრივი ფერმერებისგანაც იბარებს.
„ჩვენი მარნის წარმადობა წლიურად 15 ათასი ბოთლია. გაყიდვებში ადგილობრივი ბაზრის წილი უფრო მაღალია და 70%- ს შეადგენს. ექსპორტზე ნიდერლანდებში ვართ წარმოდგენილი. ვფლობთ ონლაინ მაღაზიას და ჩვენი ღვინო ევროპის მასშტაბით იყიდება. ჩვენი სამიზნე ბაზარი, ამ დროისთვის ბალტიის პირეთის ქვეყნებია“, - ამბობს მეწარმე.
გელა ხუციშვილის განცხადებით, კომპანია სამომავლოდ როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ქვეყნებში გაყიდვების გაზრდას გეგმავს.
უახლესი
22 წუთის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო1 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა2 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა