Business Insider Georgia-თან „მეღვინეობა ჩელთის“ კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი 2023 წელს აფასებს და აცხადებს, რომ კომპანიას მიმდინარე წელს ბევრი სიახლე და წარმატება ჰქონდა.
„2023 წელს პირველ რიგში გვქონდა ცვლილებები პროდუქციის კუთხით. გამოუშვით ახალი მიმართულება „ჩელთის მემკვიდრეობა“, რომელიც უკვე წარმატებით გავიდა აშშ-სა და ევროპის ბაზრებზე. ასევე იყიდება საქართველოშიც“, - ამბობს კომპანიის კომერციული დირექტორი.
ანა, მირიანაშვილის თქმით, ეს არის მისი ყველაზე ძვირფასი ღვინოების კოლექცია - ჩელთი მემკვიდრეობა (Chelti Heritage) რომელშიც შედის 5 ღვინო - საფერავი 2007 წლის, საფერავი 2008 წლის, საფერავი 2015 წლის, საფერავი ქვევრი 2015 წლის და საფერავი ქვევრი 2016 წლის.
„ჩელთის“ კომერციული დირექტორის ინფორმაციით, კომპანიამ პრეზენტაციები გამართა ჩინეთში, იაპონიაში, გერმანიაში, ინგლისში, შვეიცარიაში, იტალიასა და ყაზახეთში.
„ამ ქვეყნებში გვქონდა გამოფენები და ჩვენი პროდუქცია გავაცანით მომხმარებელს. გვაქვს ზრდა ექსპორტის მიმართულებით. რეალურად ბევრ ახალ ობიექტსა და ახალ ქვეყანაში შევიდა „ჩელთის“ პროდუქცია. ახალი საექსპორტო ქვეყნების სიას დაემატა შვედეთი, სადაც სახელმწიფო მონოპოლიაა და ტენდერში გავიმარჯვეთ. ასევე შევედით საფრანგეთის, ბრიტანეთისა და პორტუგალიის ბაზრებზე. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და გვაქვს მოლოდინი, რომ გაიზრდება ქვეყნების რიცხვი, სადაც „ჩელთი“ იქნება წარმოდგენილი“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
რაც შეეხება ჯილდოებსა და საერთაშორისო აღიარებას, „ჩელთის“ ღვინოებმა 2023 წელს რამდენიმე კონკურსში გაიმარჯვა.
„პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ იაპონიაში, საკურას ფესტივალზე, სადაც 2018 წლის „განსაკუთრებულმა მოსავალმა“ მიიღო ოქროს ჯილდო. შემდეგ მუნდუსინის კონკურსზეც „ჩელთის“ ქვევრის საფერავი ოქროთი დაჯილდოვდა. საქართველოში საერთაშორისო დაჯილდოებაზე ავიღეთ 19 მედალი.
აქედან ორი ოქრო იყო და ერთი ტროფი, რომელიც 2016 წელს ქვევრის საფერავმა მიიღო „ჩელთის მემკვიდრეობის“ ხაზიდან. ეს პროდუქტი დაჯილდოების ფარგლებში დასახელდა საქართველოში საუკეთესო ქვევრის ღვინოდ. შემდეგ მონაწილეობა მივიღეთ IWF-ის საერთაშორისო დაჯილდოებაზე, რომელიც ინგლისში ჩატარდა სადაც 2022 წელს გამარჯვებული ღვინოები გაიგზავნა მთელი მსოფლიოდან და მათ შორის კიდევ 20 დასახელების ღვინო შეირჩა, რომელიც გამარჯვებულად დასახელდა. ამ კონკურსში„ჩელთის“ ქვევრის ღვინო „ქისი“ გახდა გამარჯვებული“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.
უცხოეთის ბაზრების დივერსიფიკაციის ფონზე „ჩელთიმ“ გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდა ადგილობრივ ბაზარზეც.
„კომპანია საქართველოში ნაწარმის 30% ყიდის. „ჩელთის“ ბრენდს ყველგან იცნობენ და საკმაოდ კარგი ნიშა გვაქვს ადგილობრივ ბაზარზე. გაყიდვების მზარდ დინამიკას ვინარჩუნებთ საექსპორტო ბაზრებზეც. რომ შევაჯამოთ, 2023 წელი კომპანიისთვის პოზიტიურია“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.
„ადგილობრივ ბაზარზე გაიზარდა ჩელთის გაყიდვები, რადგან მანამდე საქართველოში გაყიდვებს უფრო დაბალი წილი ეჭირა. ბრენდს უკვე ყველგან იცნობენ. საკმაოდ კარგი ნიშა გვაქვს ადგილობრივ ბაზარზე და ნაწარმის თითქმის 30% უკვე საქართველოში იყიდება, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჩვენი მიზანია, უფრო მეტ ქვეყანაში შევიდეთ და საფასო სეგმენტი გავზარდოთ“, - ამბობს ანა მირიანაშვილი.
როგორც ცნობილია, მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და დღეს იგი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს წარმოადგენს.
2023 წელი ,,ჩელთის" საქმიანობაში ნაყოფიერი იყო იმ მხრივაც, რომ შექმნა „მემკვიდრეობის ხაზი“ - ახალი პროდუქტია, რომელიც ბაზარზე გაყიდვაშია. ესაა უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ერთი ხაზის ქვეშ „ჩელთის“ მიერ 2007 წლიდან დამზადებული ღვინის რეზერვები გაერთიანდება. სწორედ ამ „მემკვიდრეობის ხაზიდან“ ორმა მოსავალმა WinExpo Georgia 2023-ის ღვინის საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში ოქროს მედლები აიღო.
ანა, მირიანაშვილის თქმით, ეს არის მისი ყველაზე ძვირფასი ღვინოების კოლექცია - ჩელთი მემკვიდრეობა (Chelti Heritage) რომელშიც შედის 5 ღვინო - საფერავი 2007 წლის, საფერავი 2008 წლის, საფერავი 2015 წლის, საფერავი ქვევრი 2015 წლის და საფერავი ქვევრი 2016 წლის.
ცნობისთვის, მეღვინეობა ,,ჩელთის" ბრენდით 20 დასახელების პროდუქტი - ღვინო და ჭაჭა იწარმოება.
კომპანიაში სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ,,ჩელთი" სეზონურ სამუშაოებზე ასაქმებს.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა